განყოფილება "SuperFin"
● |
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა მიღებული სასაქონლო ზედნადებების RS.GE–დან ჩამოტვირთვის საშუალება. ამისათვის საჭიროა პროგრამის განახლების ვერსია იყოს არანაკლებ 2.035.
|
ჩამოტვირთვის ფუნქციის გამოყენებისათვის აუცილებელია პროგრამაში, სასაქონლო სიაში დამატებული იყოს საქონლის ბარათი დასახელებით ‘გაურკვეველი’.
წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთის ჩამოტვირთვისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება ასეთი დასახელების ბარათის შექმნის მოთხოვნით.
შემოსავლის ზედდებულში, ჩამოტვირთვის ღილაკზე

ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე მიღებული ზედნადებები’.
პერიოდის ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის SuperFin კალენდარში არსებული მიმდინარე თარიღის შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში მიეთითება სასურველი პერიოდი.
ფანჯარაში ჩანს მომწოდებლების მიერ RS.GE–ზე გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები მითითებული პერიოდის შესაბამისად. კერძოდ: ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე და ქვეზედნადების ტიპის ზედნადებები. უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფრად არის მოცემული.
პერიოდის ცვლილენით ან ორგანიზაციის ველში საინდენტიფიკაციო ნომრის ან დასახლების შეტანისა და განახლების ღილაკზე ზემოქმედებით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული მომწოდებლის მიერ მითითებულ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
სასურველი საბუთის არჩევით, შემოსავლის ზედდებულში მოხდება მასში არსებული ინფორმაციის ჩამოტვირთვა.
ჩამოტვირთვის შედეგად, შემოსავლის ზედდებულში ავტომატურად ივსება თარიღის, ნომრის, მომწოდებლის საიდენტიფიკაციო ნომრისა და დასახელების ველები.
მომწოდებლის ველის ავტომატურად შევსებისათვის საჭიროა, პროგრამაში, მისი საბუღალტრო ანგარიში დაკავშირებული იყოს ორგანიზაციების ფანჯარაში არსებულ ბარათთან რომელშიც მითითებული არის მისი საიდენტიფიკაციო ნომერი.
ჩამოტვირთვის შემდეგ, თუ შემოსავლის ზედდებულში საქონლის სიაში არის ბარათი ‘გაურკვეველი’, ეს ნიშნავს, რომ RS.GE–ზე საბუთში არსებული საქონელი არ არის დაკავშირებული პროგრამაში არსებულ მის შესაბამის საქონელთან.
გავხსნათ რედაქტირება. სასურველი საქონლის ბარათის არჩევის მიზნით, საქონლის ველში არჩევანის ფანჯრიდან ავირჩიოთ შესაბამისი საქონელი.
თანხმობის შემთხვევაში მოხდება არჩეული საქონელის და RS.GE–ზე უშუალოდ მხოლოდ ამ მომწოდებლისგან მიღებული ამ საქონლის ურთიერთდაკავშირება.
შემდეგში როდესაც ამ მომწოდებლის ეს საქონლის ხელახლად ჩამოიტვირთება პროგრამა მის მიღებას უკვე პირდაპირ ასახავს სწორედ დაკავშირებული საქონლის ბარათზე.
● |
გასავლის ზედდებულის ბეჭდვისას, როცა გამორთული იყო ბეჭდვის პარამეტრი „ჩვენი მონაცმებით“,
|
არ იბეჭდებოდა საბუთის თარიღი. ხარვეზი გასწორებულია.