SuperFin კომუნიკაცია და კონტაქტები E-Mail მარკეტინგი და მენეჯმენტი ჩემი ჩანიშვნები
აღწერა განახლებები ინსტრუქციები გადმოწერა ფასი სავალუტო კურსები
განახლება 2.036 გაეცანით სხვა განახლებებს -
იხილე ვიდეო - როგორ ჩამოტვირთო ახალი სუპერფინი
განყოფილება "SuperFin"
● ანგარიშთა გეგმაში, მყიდველის ანგარიშის მონაცემებში დაემატა დღგ–ის ველი, სადაც მიეთითება მისთვის საქონლის მიწოდების ოპერაციების დღგ–ით დაბეგვრა / გათავისუფლების სტატუსი.
● ბრუნვის ფანჯარაში ანგარიშის ამონაწერის ამოსაბეჭდ ფორმას დაემატა საბუთის ნომრის სვეტი.
განყოფილება ვაჭრობა წარმოება
ფანჯარა საქონელი და მასალები
საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა დღგ–ის ველი, სადაც მიეთითება მისი დაბეგვრის ტიპი: ჩვეულებრივი, ნულოვანი ან დაუბეგრავი. აღნიშნული ინფორმაცია ავტომატურად აისახება ვაჭრობა წარმოების საბუთებში საქონლის არჩევისას.
ამ ცვლილების საფუძველზე გაუქმდა გასაყიდ ფასებთან არსებული მონიშვნა ‘შედის დღგ’.
● პროგრამის განახლების შემდეგ, საქონელს რომელსაც საბალანსოში გასაყიდ ერთერთ ფასში მაინც ქონდა მონიშნული ‘შედის დღგ’, დაბეგვრაში მიენიჭება ‘ჩვეულებრივი’, წინააღმდეგ შემთხვევაში მიენიჭება ‘დაუბეგრავი’.
ფანჯარა დაკვეთა მომწოდებელთან
● მომწოდებელთან დაკვეთის საბუთის პირველ ნაწილში გაერთიანდა მომწოდებლისა და საქონლის ჩანართები. ასევე მეორე ნაწილში გაერთიანდა რეკვიზიტებისა და ტექსტის ჩანართები.
● მიმდინარე განახლებამდე აუცილებელი არ იყო კონკრეტული მომწოდებლის არჩევა და პროგრამა მომწოდებლად ავტომატურად განიხილავდა მენიუში ‘სერვისი/პარამეტრები’ მითითებული მომწოდებლის ზოგად ანგარიშს. ეხლა მომწოდებლის არჩევა უკვე აუცილებელია, რითაც იგი ყოველთვის საბუთშივე იქნება განსაზღვრული.
ფანჯარა დაკვეთა მყიდველისაგან
● მყიდველისაგან დაკვეთის საბუთში გაერთიანდა მყიდველისა და საქონლის ჩანართები.
● მიმდინარე განახლებამდე აუცილებელი არ იყო კონკრეტული მყიდველის არჩევა და პროგრამა მყიდველად ავტომატურად განიხილავდა მენიუში ‘სერვისი / პარამეტრები’ მითითებული მყიდველის ზოგად ანგარიშს. ეხლა მყიდველის არჩევა უკვე აუცილებელია, რითაც იგი ყოველთვის საბუთშივე იქნება განსაზღვრული.
● საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა დღგ–ით დაბეგვრის ველი, რომელიც ავტომატურად ივსება არჩეული საქონლის ბარათში მითითებული დაბეგვრის ტიპის და საბუთში არჩეული მყიდველის დაბეგვრის ტიპის გათვალისწინებით. ამ ველის ავტომატური შევსების წესი გასავლის ზედდებულის მაგალითზე იქნება განხილული.
ფანჯარა შემოსავლის ზედდებული
● მიღებული სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვის შემდეგ საბუთის ნომრის რედაქტირება აღარ არის შეზღუდული.
● საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა განზომილების ველი, სადაც საბუთის ჩამოტვირთვის შემდეგ ჩანს მისი განზომილება RS.GE–ზე.
ფანჯარა გასავლის ზედდებული
● გასავლის ზედდებულში გაუქმდა გადატვირთვის ფუნქცია, რომელიც საქონლის მიწოდებისას, მისი რეალიზაციის ოპერაციის მომავალ თარიღში ასახვის შესაძლებლობას იძლეოდა. აღნიშნული საშუალება კანონმდებლობით დიდი ხანია გაუქმებულია.
● მყიდველის არჩევის შემდეგ უკვე აქვე ჩანს მისი დავალიანება, რომელიც დებიტორული ნაშთის შემთხვევაში წითელი ფერით არის გამოტანილი.
● საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა დღგ–ის დაბეგვრის ველი, რომელიც ავტომატურად ივსება არჩეული საქონლის ბარათსა და არჩეული მყიდველის მონაცემებში მითითებული დღგ–ის დაბეგვრა/გათავისუფლების გათვალისწინებით.
მაგ: თუ, არჩეული საქონელი არის ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული, რაც საქონლის ბარათში დღგ–ში უნდა იყოს მითითებული, აღნიშნული ველი ავტომატურად შევსებული იქნება “დაუბეგრავი” სახით.
– თუ, არჩეული მყიდველი არის გათავისუფლებული ჩათვლის უფლებით ან ჩათვლის უფლების გარეშე, რაც მის მონაცემებში დღგ–ში უნდა იყოს მითითებული, აღნიშნული ველი ავტომატურად შეივსება შესაბამისად “ნულოვანი” ან “დაუბეგრავი” სახით.
საბუთის RS.GE–ზე გადაგზავნის შემთხვევაში, უკვე ყველა საქონელს ინდივიდუალურად სწორად ექნება მითითებული დაბეგვრა.
● დღგ–ის დაბეგვრის ტიპს პროგრამა უკვე ითვალისწინებს საქონლის ფასისა და დღგ–ის ველების ავტომატური შევსების დროს. მაგ: როდესაც არჩეული საქონელი არის ჩვეულებრივი დაბეგვრის მქონე და არჩეული მყიდველი არის გათავისუფლებული, საქონლის ფასში ავტომატურად გადმოდის ფასი დღგ–ის გამოკლებით და დღგ–ის ველში იწერება ‘ნული’.
● დამატებითი ინფორმაციის გვერდები გაერთიანდა ერთ RS.GE ჩანართში.
● გაუქმებულია ნდობით აღჭურვილი პირის მონაცემების ველები, არასაჭიროებიდან გამომდინარე.
● გასავლის ზედდებულს დაემატა გადამზიდავთან გადასაგზავნი ტიპით საბუთის შექმნის საშუალება.
თუ ტრანსპორტირების ნაწილში მონიშნული იქნება გადამზიდავი საავტომობილო, აქტიურდება გადამზიდავის არჩევის ღილაკი და მასზე ზემოქმედებით იხსნება ორგანიზაციების ფანჯარა, საიდანაც მარტივად ხდება გადამზიდავი ორგანიზაციის არჩევა.
ასეთი სახის საბუთის გაგზავნისათვის გაგზავნის ფანჯარაში დამატებულია ‘გადამზიდავთან გადაგზავნის’ სტატუსის არჩევანი.
● ტრანსპორტირებით ტიპის სასაქონლო ზედნადების აქტიურად გაგზავნისას, უკვე მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების თარიღი და დრო, ნაცვლად აქტივაციის თარიღისა და დროისა.
● მიმდინარე განახლებიდან გასავლის ზედდებულს დაემატა RS.GE–დან გაცემული, კერძოდ: ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე და ქვეზედნადების ტიპის სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის საშუალება.
ჩამოტვირთვის ფუნქციის გამოყენებისათვის აუცილებელია პროგრამაში, სასაქონლო სიაში დამატებული იყოს საქონლის ბარათი დასახელებით “გაურკვეველი”. წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთის ჩამოტვირთვისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, ასეთი დასახელების ბარათის შექმნის მოთხოვნით.
გასავლის ზედდებულში ჩამოტვირთვის ღილაკზე ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე გაცემული ზედნადებები
პერიოდის ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის SuperFin კალენდარში არსებული მიმდინარე თარიღის შესაბამისად.
პერიოდის ცვლილებით ან ორგანიზაციის ველში საინდენტიფიკაციო ნომრის ან დასახლების შეტანისა და განახლების ღილაკზე ზემოქმედებით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული მყიდველისათვის მითითებულ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
ფანჯარაში ჩანს RS.GE–ზე გაცემული აქტიური, დასრულებული და გადამზიდავთან გადაგზავნილი სტატუსის მქონე საბუთები, კერძოდ: ტრანსპორტირებით, ტრანსპორტირების გარეშე და ქვეზედნადების ტიპის ზედნადებები. უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფრად არის მოცემული და მისი ხელმეორედ ჩამოტვირთვის მცდელობისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, რომ არჩეული საბუთი უკვე ჩამოტვირთულია.
სასურველი საბუთის ჩამოტვირთვის შედეგად, გასავლის ზედდებულში ავტომატურად ივსება თარიღისა და ნომრის ველები და საბუთის RS.GE ჩანართში გამყიდველის, მყიდველის, ტრანსორტირების სახის, გადამზიდავის, მძღოლის, სატრანსპორტო საშუალების, ჩამბარებლის და მიმღების რეკვიზიტები. ასევე ავტომატურად ივსება ტრანსპორტირების გადამხდელისა და ტრანსპორტირების ხარჯის ველები. ქვეზედნადების ჩამოტვირთვის შემთხევვაში კი დამატებით ავტომატურად მიიღება დისტრიბუციის მთავარი ზედნადების ნომერი და შინაარსი.
მყიდველის ველის ავტომატურად შევსებისათვის საჭიროა, პროგრამაში მისი საბუღალტრო ანგარიში დაკავშირებული იყოს ორგანიზაციების ფანჯარაში არსებულ ბარათთან, რომელშიც მითითებული არის მისი საიდენტიფიკაციო ნომერი.
ჩამოტვირთვის შემდეგ, თუ საქონლის სიაში არის ბარათი ‘გაურკვეველი’, ეს ნიშნავს, რომ RS.GE–ზე საბუთში არსებული საქონელი არ არის დაკავშირებული პროგრამაში არსებულ მის შესაბამის საქონელთან.
გავხსნათ ‘გაურკვეველი’ საქონლის რედაქტირება.
სასურველი საქონლის ბარათის არჩევის მიზნით, საქონლის ველში არჩევანის ფანჯრიდან ავირჩიოთ შესაბამისი საქონელი, რომლის RS.GE–ზე არსებული მონაცემები მოცემული არის ფანჯრის ქვედა ნაწილში.
აღსანიშნავია, რომ ‘გაურკვეველი’ საქონლის მაგივრად საჭირო საქონლის არჩევის შემთხვევაში არ შეიცვლება საქონლის რაოდენობა და ფასი, რადგან ეს მონაცემები ჩამოტვირთული არის RS.GE–დან.
საბუთის ჩამოტვირთვისას ასევე ავტომატურად ივსება დღგ დაბეგვრის ველი, RS.GE–ზე არსებული შესაბამისი მონაცემით.
თანხმობის შემთხვევაში მოხდება არჩეული საქონლისა და RS.GE–ზე ამ საქონლის ურთიერთდაკავშირება. შემდეგში, როდესაც ეს საქონელი ხელახლა ჩამოიტვირთება, პროგრამა მას უკვე პირდაპირ ასახავს დაკავშირებული საქონლის ბარათზე. ანალოგიურად, საქონლის ურთიერთდაკავშირება ასევე ავტომატურად ხდება საბუთის სუპერფინიდან RS.GE–ზე ატვრთვის დროსაც.
● RS.GE–თან დაკავშირებულ გასავლის ზედდებულში, მყიდველის ან საწყობის შეცვლისას პროგრამას გამოაქვს გამაფრთხილებელი შეტყობინება განახლდეს თუ არა შესაბამისი ინფორმაცია საბუთის RS.GE ჩანართში და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მოხდება ცვლილება.
მოძრაობა წარმოება ჩამოწერა
● ‘მოძრაობა წარმოება ჩამოწერის’ საბუთში, ოპერაციის ჩანართში გაერთიანდა საქონლის სიაც.
● მიმდინარე განახლებიდან, ‘მოძრაობა’ ტიპის ‘ჩამოწერა’ ტიპით ან პირიქით შეცვლის შემთხვევაში, შენარჩუნებული იქნება შეტანილი საქონლის ჩამონათვალი.
● საქონლის რედაქტირების ფანჯარაში დაემატა დღგ–ის დაბეგვრის ველი, რომელიც ავტომატურად ივსება არჩეული საქონლის ბარათში მითითებული დღგ–ის დაბეგვრის ტიპით.
საბუთის RS.GE–ზე გადაგზავნის შემთხვევაში, უკვე ყველა საქონელს ინდივიდუალურად სწორად ექნება მითითებული დაბეგვრა.
დამატებითი ინფორმაციის გვერდები გაერთიანდა საბუთის RS.GE ჩანართში.
გაუქმებულია ნდობით აღჭურვილი პირის მონაცემების ველები, არასაჭიროებიდან გამომდინარე.
მოძრაობის საბუთს დაემატა გადამზიდავთან გადასაგზავნი ტიპით საბუთის შექმნის საშუალება და უკვე შესაძლებელია შიდა გადაზიდვის საბუთის გადამზიდავთან გადაგზავნილი სტატუსით ატვირთვა.
თუ ტრანსპორტირების ნაწილში მონიშნული იქნება გადამზიდავი საავტომობილო, აქტიურდება ღილაკი და მასზე ზემოქმედებით იხსნება ორგანიზაციების ფანჯარა, საიდანაც მარტივად ხდება გადამზიდავი ორგანიზაციის არჩევა.
ასეთი სახის საბუთის გაგზავნისათვის გაგზავნის ფანჯარაში დამატებულია ‘გადამზიდავთან გადაგზავნის’ სტატუსის არჩევანი.
‘ტრანსპორტირებით’ ტიპის სასაქონლო ზედნადების აქტიურად გაგზავნისას, უკვე მიეთითება ტრანსპორტირების დაწყების თარიღი და დრო, ნაცვლად აქტივაციის თარიღისა და დროისა.
● მიმდინარე განახლებიდან მოძრაობის საბუთს დაემატა RS.GE–დან გაცემული, კერძოდ: დისტრიბუციისა და შიდა გადაზიდვის ტიპის სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის საშუალება.
ჩამოტვირთვის ფუნქციის გამოყენებისათვის აუცილებელია პროგრამაში, სასაქონლო სიაში დამატებული იყოს საქონლის ბარათი დასახელებით ‘გაურკვეველი’. წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთის ჩამოტვირთვისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, ასეთი დასახელების ბარათის შექმნის მოთხოვნით.
‘მოძრაობა წარმოება ჩამოწერის’ საბუთში ჩამოტვირთვის ღილაკზე ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე გაცემული ზედნადებები’
პერიოდის ველები ავტომატურად შევსებულია პროგრამის SuperFin კალენდარში არსებული მიმდინარე თარიღის შესაბამისად. პერიოდის ცვლილებით და განახლების ღილაკზე ზემოქმედებით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ მითითებულ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
ფანჯარაში ჩანს RS.GE–ზე გაცემული აქტიური, დასრულებული და გადამზიდავთან გადაგზავნილი სტატუსის მქონე სასაქონლო ზედნადებები, კერძოდ: შიდა გადაზიდვა და დისტრიბუცია. უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფერია და მათი ხელმეორედ ჩამოტვირთვის მცდელობისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, რომ არჩეული საბუთი უკვე ჩამოტვირთულია.
სასურველი საბუთის ჩამოტვირთვის შედეგად, მოძრაობის საბუთში ავტომატურად ივსება თარიღისა და ნომრის ველები.
თუ საქონლის სიაში არის ბარათი ‘გაურკვეველი’, ეს ნიშნავს, რომ RS.GE–ზე საბუთში არსებული საქონელი არ არის დაკავშირებული პროგრამაში არსებულ მის შესაბამის საქონელთან.
● გავხსნათ ‘გაურკვეველი’ საქონლის რედაქტირება. სასურველი საქონლის ბარათის არჩევის მიზნით, საქონლის ველში არჩევანის ფანჯრიდან ავირჩიოთ შესაბამისი საქონელი, რომლის RS.GE–ზე არსებული მონაცემები მოცემული არის ფანჯრის ქვედა ნაწილში.
საბუთის ჩამოტვირთვისას ასევე ავტომატურად ივსება დღგ–ით დაბეგვრის ველი, RS.GE–ზე არსებული შესაბამისი მონაცემით.
თანხმობის შემთხვევაში მოხდება არჩეული საქონლისა და RS.GE–ზე ამ საქონლის ურთიერთდაკავშირება. შემდეგში, ამ საქონლის ხელახლა ჩამოტვირთვისას, პროგრამა მას უკვე პირდაპირ ასახავს დაკავშირებული საქონლის ბარათზე.
საბუთის ჩამოტვირთვის შემდეგ, მოძრაობის საბუთის RS.GE ჩანართში ავტომატურად ივსება კომპანიის რეკვიზიტები, ტრანსპორტირების სახე, გადამზიდავის, სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის მონაცემები, ტრანსპორტირების ხარჯის ველი.
● RS.GE–თან დაკავშირებულ მოძრაობის საბუთში, საწყობის ან მიმღები საწყობის შეცვლისას პროგრამას გამოაქვს გამაფრთხილებელი შეტყობინება განახლდეს თუ არა შესაბამისი ინფორმაცია საბუთის RS.GE ჩანართში და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მოხდება ცვლილება.
ფანჯარა მომწოდებლისათვის დაბრუნება
● მომწოდებლისათვის დაბრუნების საბუთში მომწოდებლისა და საქონლის ჩანართები გაერთიანდა ერთ გვერდზე.
მიმდინარე განახლებამდე აუცილებელი არ იყო კონკრეტული მომწოდებლის არჩევა და პროგრამა მომწოდებლად ავტომატურად განიხილავდა მენიუში ‘სერვისი/პარამეტრები’ მითითებული მომწოდებლის ზოგად ანგარიშს. ახლა მომწოდებლის არჩევა უკვე აუცილებელია, რითაც იგი საბუთშივე იქნება განსაზღვრული.
საქონლის რედაქტირებაში დაემატა ‘მშ. დღგ’ ველი და უკვე თითოეული საქონლისათვის არის განსაზღვრული მისი დღგ.
● მიმდინარე განახლებიდან მომწოდებლისათვის დაბრუნების საბუთს დაემატა RS.GE–ზე მიღებული, კერძოდ: უკან დაბრუნების ტიპის სასაქონლო ზედნადებების ჩამოტვირთვის საშუალება.
● საბუთის ჩამოტვირთვა და საქონლის დაკავშირება გასავლის ზედდებულის ანალოგიურად ხდება.
ფანჯარა მყიდველისაგან დაბრუნება
● მყიდველისაგან დაბრუნების საბუთში მყიდველისა და საქონლის ჩანართები გაერთიანდა ერთ გვერდზე.
● მიმდინარე განახლებამდე აუცილებელი არ იყო კონკრეტული მყიდველის არჩევა და პროგრამა მყიდველად ავტომატურად განიხილავდა ‘სერვისი/პარამეტრები’ მითითებული მყიდველის ზოგად ანგარიშს. ახლა მყიდველის არჩევა უკვე აუცილებელია, რითაც იგი საბუთშივე იქნება განსაზღვრული.
● საქონლის რედაქტირებაში დაემატა ‘მშ. დღგ’ ველი და უკვე თითოეული საქონლისათვის არის განსაზღვრული მისი დღგ.
● საბუთს დაემატა RS.GE ჩანართი, სადაც მოცემულია გამყიდველის, მყიდველის, მძღოლის, სატრანსპორტო საშუალების, ჩამბარებლისა და მიმღების რეკვიზიტები. ასევე ტრანსპორტირების გადამხდელისა და ტრანსპორტირების ხარჯის ველები.
● მიმდინარე განახლებიდან მყიდველისაგან დაბრუნების საბუთს დაემატა RS.GE–ზე გაგზავნის საშუალება.
● საბუთის მონიშვნით და ინსტრუმენტების ზოლში ღილაკზე ზემოქმედებით გამოდის ფანჯარა ‘ზედნადების გაგზავნა / კორექტირება RS.GE–ზე’.
საბუთის გაგზავნა შესაძლებელია შენახული, აქტიური ან დასრულებული სტატუსით. უკვე გაგზავნილი საბუთის შემთხვევაში, სტატუსის არჩევანში ჩანს მხოლოდ იმ სტატუსთა ჩამონათვალი, როგორი სახითაც მიმდინარე ეტაპზე შესაძლებელია მისი გაგზავნა.
საბუთის გაგზავნისას თარიღისა და დროის ველები ავტომატურად შევსებული არის მიმდინარე თარიღით და დროით, რაც გაგზავნის შემდეგ ავტომატურად აისახება საბუთის RS.GE ჩანართში.
● მყიდველისაგან დაბრუნების საბუთს დაემატა RS.GE–ზე გაცემული, კერძოდ: ‘უკან დაბრუნება’ ტიპის სასაქონლო ზედნადების ჩამოტვირთვის საშუალება.
საბუთის ჩამოტვირთვა და საქონლის დაკავშირება შემოსავლის ზედდებულის ანალოგიურად ხდება.
● RS.GE–სთან დაკავშირებულ მყიდველისაგან დაბრუნების საბუთში, მყიდველის ან საწყობის შეცვლისას პროგრამას გამოაქვს გამაფრთხილებელი შეტყობინება განახლდეს თუ არა შესაბამისი ინფორმაცია საბუთის RS.GE ჩანართში და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში მოხდება ცვლილება.
თვითღირებულების გადათვლა
● მიმდინარე განხლებამდე ხარვეზით მუშაობდა ერთი საქონლის თვითღირებულების გადათვლა, როცა ეს საქონელი გამოიყენებოდა სხვა საქონლის წარმოების შემადგენლობაში. ხარვეზი გასწორებულია.
ფანჯარა გადახდა და რეალიზაციაზე დასმა
მიმდინარე განახლებიდან გაუქმდა ფანჯარა ‘გადახდა და რეალიზაციაზე დასმა’, რომელიც გამოიყენებოდა მყიდველზე ადრე გადატვირთული საქონლის რეალზიაციაზე დასასმელად და რაც საკანონმდებლო ცვლილებებიდან გამომდინარე დიდი ხანია აღარ გამოიყენება.
მიმდინარე განახლებიდან პროგრამაში დამატებით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები
● უკვე გადაგზავნილი ან უკვე ჩამოტვირთული საბუთის ხელახლა გადაგზავნისას, თუ საბუთს RS.GE–ზე გააჩნია განსხვავებული სტატუსი, ჯერ საჭიროა საბუთების სინქრონიზაცია, რის შესახებაც პროგარმას გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება;
● RS.GE–თან დაკავშირებული საბუთების წაშლა აღარ არის შეზღუდული;
● გადამზიდავთან გადაგზავნილი სასაქონლო ზედნადები პროგრამაში ყვითელი ფერის ისრით იქნება აღნიშნული;
● RS.GE–ზე გაუქმებული საბუთი პროგრამაში ლურჯი ფერის იქსით იქნება აღნიშნული;
 
 
 
 
 
 
 
დიდი მადლობა რომ დაინტერესდით... თუ გექნებათ დამატებით სხვა შეკითხვები, გთხოვთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდეთ
service@gss.ge - 995 32 2313331, 2313431, 2313531