SuperFin კომუნიკაცია და კონტაქტები E-Mail მარკეტინგი და მენეჯმენტი ჩემი ჩანიშვნები
აღწერა განახლებები ინსტრუქციები გადმოწერა ფასი სავალუტო კურსები
განახლება 2.040 გაეცანით სხვა განახლებებს -
იხილე ვიდეო - როგორ ჩამოტვირთო ახალი სუპერფინი
განახლება 2.040–ის დამატება
● პროგრამიდან SuperFin ტექსტის უნიკოდში გადატანისათვის აღარ არის საჭირო და შესაბამისად გაუქმებულია ცალკე უნიკოდში კოპირების ფუნქცია (Ctrl+SHIFT+C). ტექსტის კოპირების (Ctrl+C) შემდეგ, მისი ჩასმა (Ctrl+V) უკვე ავტომატურად სწორად ხდება, როგორც პროგრამაში SuperFin, ასევე სხვა პროგრამებში MS Excel, MS Word უნიკოდის სახით.
● ბოლო განახლების შემდეგ, თუ ვინდოუსის რეგიონალური პარამეტრების ფანჯარაში (Control Panel \ All Control Panel Items \ Region and language), ველში ‘current system locale’ მითითებული იყო ‘რუსული’, პროგრამაში ქართული ტექსტის კოპირების (Ctrl+C) შემდეგ, მისი ჩასმა (Ctrl+V) ხდებოდა გაურკვეველი ფონტით. ხარვეზი გასწორებულია.
● ყველა საბუთის ფანჯარაში ხარვეზით ხდებოდა საბუთების ძებნა ნომრისა და შინაარსის მიხედვით, როცა საძებნი მნიშვნელობა შეტანილი იყო ‘MS Excel’ ფაილის უჯრის კოპირებით. ხარვეზი გასწორებულია.
განახლების 2.040
უნიკოდში აკრეფილი ქართული ტექსტის ჩასმა
● მიმდინარე განახლებიდან უკვე შესაძლებელია ნებისმიერი პროგრამიდან უნიკოდში აკრეფილი ქართული ტექსტის კოპირება (Ctrl + C) და პროგრამაში SuperFin ჩასმა (Ctrl + V)
განყოფილება "SuperFin"
საბუღალტრო ოპერაციები
● საბუღალტრო ოპერაციიდან ამობეჭდილ ‘მიღება–ჩაბარების აქტისა’ და ‘ინვოისის’ ფორმებს დაემატა საბუთის ნომერი.
● სავალუტო საგადასახადო დავალების ამობეჭდილ ფორმაში, არასრულად ჩანდა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშის ნომერი. ხარვეზი გასწორებულია.
ბანკის ამონაწერის იმპორტის საკითხები
● მიმდინარე განახლებიდან, ცვლილება შევიდა ‘საქართველოს ბანკის ამონაწერის’ იმპორტირების საკითხში. კერძოდ, ‘საკომისიო ხარჯების’ ოპერაციების იმპორტირებისას ‘საბანკო ანგარიშის სვეტი’ ივსება ბანკის ამონაწერის ‘მოკორესპონდენტო ანგარიშის’ სვეტიდან’.
აქედან გამომდინარე, თანხის გადარიცხვისა და მისი შესაბამისი ‘საკომისიო ხარჯის’ ოპერაციების იმპორტირებისას საბუღალტრო ანგარიშების ერთხელ მითითების შემდეგ, პროგრამა მათ უკვე სწორად იმახსოვრებს და ამარტივებს ანალოგიური გადარიცხვების ხელახლა იმპორტირებას.
განყოფილება ვაჭრობა/წარმოება
შესწორებული საკითხები ვაჭრობა–წარმოების საბუთებში
● საქონლის წაშლა ზედმეტად იყო შეზღუდული, თუ მის ბარათში შეტანილი იყო წარმოების ან დეკომპლექტაციის შემადგენლობა. ხარვეზი გასწორებულია.
● ‘გასავლის ზედდებულსა’ და ‘მყიდველისაგან დაბრუნების’ საბუთებში საქონლის არჩევის შემდეგ, არასწორად ივსებოდა ‘ერთეულის ფასი’, როცა საბუთის თარიღი განსხვავდებოდა მიმდინარე თარიღისაგან და საქონლის ბარათში გასაყიდი ფასები დაფიქსირებული იყო უცხოურ ვალუტაში. ხარვეზი გასწორებულია.
ვაჭრობა–წარმოების საბუთებში საბუღალტრო ანაგრიშების მითითება
● მიმდნარე განახლებიდან ‘შემოსავლის ზედდებულსა’ და ‘მომწოდებლისათვის დაბრუნების’ საბუთებს დაემატა დღგ–ის ანგარიშის მითითების საშუალება.
თუ ‘დღგ–ის ანგარიშის’ ველში არჩეული იქნება სასაურველი ანგარიში, საბუთის დღგ გატარდება არჩეულ ანგარიშზე. თუ იგი ცარიელი იქნება, მაშინ დღგ გატარდება პარამეტრებში მითითებულ დღგ–ის ანგარიშზე.
მაგალითი:
  აღნიშნულ საბუთებში, დღგ–ის ანგარიშის მითითებით შესაძლებელია ‘გადახდილი დღგ–ის’ პირდაპირ სასურველი კატეგორიის მითითება, მაგ: დროებით ჩაუთვლელი დღგ ანგარიშ–ფაქტურის არ ქონის გამო; დარიცხული დღგ საქონლის/მომსახურების გაცვლის (ბარტერული) ოპერაციის შემთხვევაში და სხვა.
● მიმდინარე განახლებიდან ‘გასავლის ზედდებულსა’ და ‘მყიდველისაგან დაბრუნების’ საბუთებს დაემატა ‘რეალიზაციის’, ‘დღგ–ის’ და ‘რ.პ.თ.–ის’ ანგარიშების მითითების საშუალება. აქედან გამომდინარე, აღნიშნულ საბუთებში უკვე შესაძლებელია, ‘რეალიზაციის’, ‘დღგ–ის’ და ‘რ.პ.თ.–ის’ თანხები გატარდეს აქვე ერთჯერადად მითითებულ ანგარიშებზე და არა პარამეტრებში და საქონლის ბარათებში არსებულ ანგარიშებზე.
ანგარიშების ერთიანად, მარტივად მითითების მიზნით, აღნიშნულ საბუთებს დაემატა <ბ>გასავლის საბუთის ანგარიშების’ არჩევანის‘ ფანჯარა.
ფანჯარაში ჩანაწერები იქმნება ‘რეალიზაციის’, ‘დღგ–ის’ და ‘რ.პ.თ.–ის’ ანგარიშების დაჯგუფების მიზნით. ჯგუფი შეიძლება შეიცავდეს როგორც სამივე ანგარიშს, ისე მხოლოდ ერთერთს ან რომელიმე ორ მათგანს.
ჯგუფის არჩევის შემდეგ მისი დასახელება და ანგარიშები ფიქსირდება საბუთში. შესაბამისად, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ საბუთის საბუღალტრო გატარებები სრულდება არჩეული ანგარიშების მიხედვით.
თუ ანგარიშები არ იქნება არჩეული, მაშინ საბუღალტრო გატარებები მოხდება პარამეტრებში და საქონლის ბარათებში არსებულ ანგარიშებზე.
მაგალითი 1:
  თუ საქონლის რეალიზაციის აღრიცხვა საჭიროა სხვადასხვბა კუთხით, მაგალითად: რეალიზაცია ინტერნეტით, რეალიზაცია ფოსტით, რეალიზაცია ადგილზე მიტანით და ა. შ. ამისათვის საჭირო ხდება საქონლის ერთი ბარათის რეალიზაციის საბუთების სხვადასხვა რეალიზაციის ანგარიშებზე ასახვა. ამ მიზნით უკვე შესაძლებელია გასავლის ზედდებულში რეალიზციის სასურველი ანგარიშის ერთჯერადად მითითება.
მაგალითი 2:
  თუ რეალიზებული საქონლის უკან დაბრუნება საჭიროა აისახოს ‘გაყიდული საქონლის დაბრუნების (6120) ანგარიშზე და არა საქონლის ბარათებში მითითებულ რეალიზაციის ანგარიშებზე, უკვე შესაძლებელია ‘მყიდველისაგან უკან დაბრუნების’ საბუთში მიეთითოს 6120 ანგარიში.
P.S. ‘გასავლის ზედდებულისა’ და ‘მყიდველისგან უკან დაბრუნების’ საბუთებში გამოყენებულ ჯგუფებში ცვლილების შეტანა (ანაგრიშების შეცვლა/წაშლა, მთლიანად ჯგუფის წაშლა) გავლენას არ ახდენს მათი გამოყენებით უკვე ჩატარებულ საბუთებზე.
მწჩ საბუთების შესრულების (გადათვლის) ნუმერაცია
● მიმდინარე განახლებიდან, ‘მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის’ საბუთებს დაემატა ‘შესრულების (გადათვლის) რიგითი ნომერი’.
საბუთის ‘რიგითი ნომრის’ მინიჭება შესაძლებელია ინსტრუმენტების ზოლიდან ‘საბუთის გადათვლის რიგითი ნომრის’ ფანჯარაში.
საბუთის რიგით ნომერში შეიძლება 1–დან 1000–მდე რიცხვის შეტანა.
საბუთის ნომრის შეტანისას, თუ იგივე ნომერი უკვე ქონდა სხვა საბუთს, მას ავტომატურად ენიჭება შემდეგი რიგითი ნომერი.
მაგალითი:
  - ‘მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის’ ფანჯარაში არსებულ საბუთებს გააჩნია შემდეგი რიგითი ნომრები: #1, #2, #3, #8, #9
  - #1 საბუთს შევუცვალეთ ნომერი და მივანიჭეთ #2.
  - შედეგად, ყველა შემდეგ საბუთს მიენიჭება შემდეგი რიგითი ნომერი და მივიღეთ საბუთები შემდეგი რიგითი ნომრებით, #2, #3, #4, #8, #9
თვითღირებულების გადათვლა
მიმდინარე განახლებიდან, მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის საბუთების თვითღირებულების გადათვლის პროცესი მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრების თანმიმდევრობით მიმდინარეობს.
აქამდე პროგრამის მიერ მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის საბუთების შესრულების თანმიმდევრობის გამო, ზოგიერთ შემთხვევაში თვითღირებულების გადათვლა ვერ ხერხდებოდა.
მაგალითი:
  დღის განმავლობაში შესრულებული არის შემდეგი საბუთები:
– ნახევარფაბრიკატის წარმოება;
– ნახევარფაბრიკატის გადატანა (შიდა მოძრაობა) ერთი საწყობიდან მეორეში;
– მეორე საწყობში ხევარფაბრიკატისაგან მზა პროდუქციის წარმოება;
ასეთი მაგალითის შემთხვევაში, თვითღირებულების გადათვლისას, პროგრამა ჯერ ორივე წარმოების საბუთის და შემდეგ მოძრაობის საბუთის შესრულებას ცდილობდა. მეორე საწყობში ნახევარფაბრიკატისაგან მზა პროდუქციის წარმოების შესრულება ვერ ხერხდებოდა არასაკმარისი ნაშთის გამო და გადთვლის პროცესი ჩერდებოდა.
საბუთების რიგითი ნომრების მიხედვით კი, თვითღირებულების გადათვლის პროცესი უპრობლემოდ მიმდინარეობს.
P.S. თვითღირებულების გადათვლისას ერთ თარიღში არსებული მწჩ საბუთებიდან პირველ რიგში სრულდება ნომრიანი საბუთები და შემდეგ უნომროები:
თვითღირებულების გადათვლისას საბუთების შესრულების მიმდევრობა:
  მყიდველისგან დაბრუნება
  მოძრაობა წარმოება - ნომრების მიხედვით
  მოძრაობა წარმოება - უნომროები
      - დეკომპლექტაციის მოძრაობა
      - დეკომპლექტაცია
      - არასაწარმოო საქონლის მოძრაობა
      - წარმოება
      - საწარმოო საქონლის მოძრაობა
      - ჩამოწერა
  გასავლის ზედდებული
RS.GE - სინქრონიზაცია
მიმდინარე განახლებიდან, მოძრაობა–წარმოება–ჩამოწერის საბუთების თვითღირებულების გადათვლის პროცესი მათთვის მინიჭებული რიგითი ნომრების თანმიმდევრობით მიმდინარეობს.
● პროგრამიდან სასაქონლო ზედნადების გადაგზავნა ვერ ხერხდებოდა ისეთ კომპანიებზე. რომელთა დასახელებაც შეიცავდა სიმბოლოებს № – ’ (ნომერი, ტირე, აპოსტროფი). დღეიდან აღნიშნულ კომპანიებზე სასაქონლო ზედნადებები უკვე უპრობლემოდ იგზავნება.
Excel ფაილიდან ინფორმაციის იმპორტი
● მიმდინარე განახლებიდან ‘შემოსავლის ზედდებულის’, ‘გასავლის ზედდებულისა’ და ‘მყიდველისაგან დაბრუნების’ საბუთებში, ‘MS Excel’–დან საქონლის იმპორტისას, თუ დასაიმპორტებელი საქონლის შესაბამისი ბარათი (იგივე კოდი და დასახელება) ვერ მოიძებნა პროგრამაში, იგი აისახება ბარათზე ‘გაურკვეველი’ და ამ მიზეზით იმპორტის ოპერაცია აღარ იზღუდება.
ბარათის ‘გაურკვეველი’ რედაქტირების ფანჯარაში, საქონლის კოდი და დასახელება აისახება საქონლის რედაქტირების ფანჯრის “RS.GE/Excel” განყოფილებაში.
დაიმპორტებული საქონლის შესაბამისი ბარათის არჩევის მიზნით, საქონლის ველში არჩევანის ფანჯრიდან მიეთითება შესაბამისი საქონელი.
● ზოგიერთ ჩანართში (‘საბუღალტრო ოპერაციები’, ‘შეძენილი საქონელი’, ‘გაყიდული საქონელი’ ‘მყიდ. დაბრუნებული საქონელი’) აღარ არის ‘სავალუტო კურსის’ სვეტი. თუ დასაიმპორტებელი ჩანაწერი შეიცავს სავალუტო თანხასაც, იმპორტის შედეგად ‘სავალუტო კურსი’ პროგრამაში ივსება სალარე და სავლუტო თანხების განაყოფით.
● ‘მომსახურე პერსონალის’ ჩანართში დაემატა ‘ქვეყნისა’ და ‘მისამართის’ სვეტები. იმპორტისას, ეს ინფორმაცია აისახება ხალხის ფანჯარაში პიროვნების ბარათში, რაც შემდეგში გამოიყენება პროგრამიდან ‘განაცემთა ინფორმაციის’ მარტივად მისაღებად.
● საბუღალტრო ოპერაციების ჩანართში, თუ ოპერაციის თარიღის სვეტში, თარიღთან ერთად მითითებული იყო წუთი და წამი, ოპერაცია ხარვეზით იმპორტირდებოდა. ხარვეზი გასწორებულია.
● ზოგიერთ შემთხვევაში, თუ რიცხვი დამრგვალებული იყო მეასედზე მეტი სიზუსტით, იმპორტის შემდეგ, პროგრამაში არ ხდებოდა რიცვის არამთელი ნაწილის გამოყოფა. ხარვეზი გასწორებულია;
● ზოგიერთ შემთხვევაში, მომსახურე პერსონალის იმპორტისას, პროგრამაში სიის ფორმირება სატაბელო ნომრის მიხედვით არ ხდებოდა. ხარვეზი გასწორებულია.
● საბუღალტრო ოპერაციის შინაარსში ქართული იუნიკოდით აკრეფილი სიმბოლო “-” (შუა ტირე) პროგრამაში ხარვეზით იმპორტირდებოდა. ხარვეზი გასწორებულია.
 
 
 
 
 
 
 
დიდი მადლობა რომ დაინტერესდით... თუ გექნებათ დამატებით სხვა შეკითხვები, გთხოვთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდეთ
service@gss.ge - 995 32 2313331, 2313431, 2313531