SuperFin კომუნიკაცია და კონტაქტები E-Mail მარკეტინგი და მენეჯმენტი ჩემი ჩანიშვნები
აღწერა განახლებები ინსტრუქციები გადმოწერა ფასი სავალუტო კურსები
განახლება 2.042 გაეცანით სხვა განახლებებს -
იხილე ვიდეო - როგორ ჩამოტვირთო ახალი სუპერფინი
ჩვენ შევქმენით retail.gss.ge საცალო გაყიდვების პორტალი და მისი დახმარებით მარტივადაა შესაძლებელია თქვენი მაღაზიების საქმიანობის სრულად აღრიცხვა.
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას SuperFin დაემატა კავშირი retail.gss.ge-ში გახსნილი თქვენი ორგანიზაციის მაღაზიებთან.
მაღაზიების საქმიანობა და სუპერფინთან დაკავშირება ახსნილია შემდეგ ვიდეოში:
https://www.youtube.com/watch?v=ey94N3kyag4&t=489s
თუ თქვენს მაღაზიებში გჭირდებათ საცალო გაყიდვების აღრიცხვის გამარტივება/გაუნჯობესება გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: superfin@gss.ge.
ამ განახლებით თქვენ შეძლებთ:
კავშირი საცალო გაყიდვების პორტალთან
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ‘საცალო გაყიდვების’ პორტალთან retail.gss.ge კავშირის (სინქრონიზაციის) საშუალება.
კავშირი გულისხმობს პროგრამის Superfin კონკრეტული ორგანიზაციის (მონაცემთა ბაზის) ‘საცალო გაყიდვების’ შესაბამის ორგანიზაციასთან სინქრონიზაციას ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტის მიზნით.
კავშირის საფუძველზე შესაძლებელია შემდეგი სახის ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტი:
● საქონლის ბარათების ერთიანად ატვირთვა და სინქრონიზაცია ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე;
● ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე გატარებული ‘საცალო გაყიდვების’ საბუთების ჩამოტვირთვა გასავლის ზედდებულების სახით;
● პროგრამაში გატარებული ვაჭრობის საბუთების (შემოსავლის ზედდებული, გასავლის ზედდებული და ა. შ.) ატვირთვა ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე.
ორგანიზაციების დაკავშირების უზრუნველსაყოფად ცვლილებები შევიდა ‘ორგანიზაციის მონაცემებისა’ და ‘პარამეტრების’ ფანჯრებში, ხოლო ვაჭრობა/წარმოების განყოფილებაში დაემატა ახალი ფანჯარა ‘მაღაზიებთან კავშირი’.
ფანჯარა ‘ორგანიზაციის მონაცემები’
‘ორგანიზაციის მონაცემების’ ფანჯარაში დაემტა ‘იდენტიფიკატორის’ ველი, რომელიც ახალ ორგანიზაციას გახსნისთანავე ავტომატურად ენიჭება უნიკალური ნომრის სახით და მისი შეცვლა შეუძლებელია. აღნიშნული ველი ჩანს მხოლოდ ადმინისტრატორისა და მთავარი ბუღალტრის უფლების მქონე მომხმარებელთათვის.
‘საცალო გაყიდვების’ ორგანიზაციასთან დაკავშირებისას, ეს ნომერი უზრუნველყოფს კავშირის იდენტიფიკაციას.
ფანჯარა ‘პარამეტრები’
‘პარამეტრების’ ფანჯარაში დაემატა ახალი ჩანართი ‘gss.ge’
ველში ‘gss.ge მომხმარებლის ელ. ფოსტა’ მიეთითება ვებ გვერდზე ‘retail.gss.ge’ მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებული ელ ფოსტა.
‘კავშირის კოდის მოთხოვნის’ ღილაკზე დაჭერით მითითებულ ელ. ფოსტაზე გაიგზავნება უნიკალური კოდი, რომელიც შეიტანება ‘კოდის’ ველში.
ამ კავშირის კოდის დახმარებით ხდება სუპერფინის ‘retail.gss.ge’-თან მომხმარებლის ელ-ფოსტით დაკავშირება.
ველში ‘gss.ge - ორგანიზაციის ID’ მიეთითება ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე გახსნილი შესაბამისი ორგანიზაციის ID.
ღილაკზე ‘ორგანიზაციის ავტორიზაციაზე მოთხოვნა’ დაჭერით ‘საცალო გაყიდვების’ შესაბამის ორგანიზაციაში გამოჩნდება ავტორიზაციის შეტყობინება და დასტურის შემთხვევაში სუპერფინი დაუკავშირდება ‘retail.gss.ge’-ის შესაბამის ორგანიზაციას.
ფანჯარა მაღაზიებთან კავშირი
ვაჭრობა/წარმოების განყოფილებაში დაემატა ფანჯარა ‘მაღაზიებთან კავშირი’, სადაც წინასწარ განისაზღვრება პარამეტრები ‘საცალო გაყიდვის’ საბუთების პროგრამაში ჩამოტვირთვისათვის.
‘პარამეტრების სინქრონიზაციის’ ღილაკზე ზემოქმედებით ‘საცალო გაყიდვების’ დაკავშირებული ორგანიზაციიდან ხდება მასში გახსნილი სალაროებისა და საწყობების ჩამოტვირთვა.
თითოეული სალაროსა და საწყობისათვის განისაზღვრება:
● მყიდველის ანგარიში - საბუღალტრო ანგარიში, რომლითაც ‘საცალო გაყიდვის’ საბუთის ჩამოტვირთვის დროს, გასავლის ზედდებულში ავტომატურად შეივსება მყიდველის ველი;
● თანხის მიმღების ანგარიში - ანგარიში, რომლითც ‘საცალო გაყიდვის’ საბუთის ჩამოტვირთვის დროს, გასავლის ზედდებულში ავტომატურად შეივსება ‘თანხის მიმღების’ ველი;
● სუპერფინის საწყობი - საწყობი, რომლითაც ‘საცალო გაყიდვის’ საბუთის ჩამოტვირთვის დროს, გასავლის ზედდებულში ავტომატურად შეივსება საწყობის ველი.
განყოფილება “ვაჭრობა–წარმოება”
მაღაზიებისათვის განკუთვნილი საქონელი
საქონლის ბარათებში დაემატა მონიშვნა ‘იყიდება მაღაზიებში’ და ‘შტრიხკოდის’ ველი.
‘საქონლისა და მასალების’ ფანჯარაში, მაღაზიებისათვის განკუთვნილი საქონლის ბარათებს დაემატა განმასხვავებელი აღნიშვნა. ფანჯარაში ასევე ჩანს საქონლის შტრიხკოდები.
საქონლისათვის ‘გასაყიდი’ სტატუსის მინიჭება შესაძლებელია როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთდროულად.
ინსტრუმენტების ზოლში, მაღაზიის საქონლის ‘მონიშვნა/მოხსნა’ ღილაკზე ზემოქმედებით იხსნება ‘მონიშვნის’ ფანჯარა.
‘მიმდინარეს’ არჩევის შემთხვევაში, მონიშვნის ბრძანება გავრცელდება მხოლოდ ეკრანზე არჩეულ საქაღალდეში შემავალი საქონლის ბარათებზე, ხოლო ‘ყველას’ არჩევის შემთხვევაში, ყველა საქონლის ბარათზე.
საქონლის სინქრონიზაცია ‘საცალო გაყიდვების’ პორტალთან
ინსტრუმენტების ზოლში, ღილაკზე ‘საქონლის retail.gss.ge-თან სინქრონიზაცია’ ზემოქმედებით მოხდება გასაყიდი საქონლის ბარათების ერთიანად ატვირთვა/განახლება ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე (ახალი ბარათები დაემატება, ხოლო ერთხელ უკვე დასინქრონიზირებულ ბარათებში კი განახლდება, დასახელების, კოდის, შტრიხკოდისა და განზომილების ველები).
‘საცალო გაყიდვის’ საბუთების ჩამოტვირთვა
‘საცალო გაყიდვის’ საბუთების ჩამოტვირთვის ფუნქციის გამოყენებისათვის აუცილებელია, პროგრამაში, სასაქონლო სიაში დამატებული იყოს საქონლის ბარათი დასახელებით ‘გაურკვეველი’ და საწყობების სიაში დამატებული იყოს საწყობი დასახელებით ‘გაურკვეველი’. წინააღმდეგ შემთხვევაში საბუთების ჩამოტვირთვისას პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, ასეთი დასახელების საქონლის/საწყობის შექმნის მოთხოვნით.
გასავლის ზედდებულის ფანჯარაში, ღილაკზე ‘retail.gss.ge-დან ჩამოტვირთვა’ ზემოქმედებით ჩამოიტვირთება ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე გატარებული მიმდინარე თარიღის ‘საცალო გაყიდვის’ საბუთები.
ჩამოტვირთული საბუთები პროგრამაში აისახება შესრულებული სახით, თუ მათში ზუსტად მოხდა საქონლის ბარათების ამოცნობა და ამასთან ერთად საწყობში არსებული საქონლის ნაშთი საკმარისია რეალიზაციის ოპერაციის შესრულებისათვის.
თუ ჩამოტვირთული საბუთების სიაში, რომელიმე მათგანს პროგრამამ კითხვისნიშანი დაუსვა შესრულების გრაფაში, ეს ნიშნავს, რომ საბუთი ვერ შესრულდა საწყობში საქონლის არასაკმარისი რაოდონების გამო და ამიტომ აისახა ‘არასრულად შესრულებული’ სახით. საქონლის არასაკმარისი რაოდენობის გამომწვევი მიზეზის გარკვევისა და შეცდომის გასწორების შემდეგ, ასეთი საბუთების ერთიანად გასასწორებლად საკმარისია თვითღირებულების გადათვლა.
თუ ჩამოტვირთული საბუთების სიაში რომელიმე მათგანს პროგრამამ კითხვისნიშანი ‘ჩამოტვირთვის’ გრაფაში დაუსვა, ეს ნიშნავს, რომ საქონლის სიაში არსებობს თუნდაც ერთი ‘გაურკვეველი’ საქონელი. ასეთი საბუთები პროგრამაში აისახება შეუსრულებელი სახით.
თუ საქონლის სიაში არის ბარათი ‘გაურკვეველი’, ეს ნიშნავს, რომ ‘საცალო გაყიდვის’ საბუთში არსებული საქონელი ჯერ არ არის დაკავშირებული (დასინქრონიზირებული) პროგრამაში არსებულ მის შესაბამის საქონელთან.
საქონლის ‘გაურკვეველი’ რედაქტირების ფანჯარაში ჩანს, საცალო გაყიდვის საბუთიდან ჩამოტვირთული საქონლის კოდი, დასახელება და განზომილება.
შესაბამისი საქონლის არჩევის მიზნით, საქონლის ველში არჩევანის ფანჯრიდან ვირჩევთ საქონელს, რომლის დასახელება და კოდი ემთხვევა საცალო გაყიდვის საბუთიდან ჩამოტვირთული საქონლის დასახელებასა და კოდს.
შევნიშნავთ, რომ ‘გაურკვეველი’ საქონლის მაგივრად საჭირო საქონლის არჩევის შემთხვევაში არ შეიცვლება საქონლის რაოდენობა და ფასი, რადგან ეს მონაცემები ჩამოტვირთული არის ‘საცალო გაყიდვების’ პორტალიდან.
თანხმობის შემთხვევაში, საბუთის გატარებასთან ერთად, მოხდება არჩეული საქონლის დაკავშირება საცალო გაყიდვების შესაბამის საქონელთან. შემდეგში, როდესაც ეს საქონელი ხელახლა ჩამოიტვირთება, პროგრამა მას უკვე პირდაპირ ასახავს დაკავშირებული საქონლის ბარათზე.
ჩამოტვირთულ საბუთებში საწყობის, მყიდველისა და ‘თანხის მიმღების’ ველები ავტომატურად ივსება, ‘მაღაზიებთან კავშირის’ ფანჯარაში მითითებული პარამეტრების მიხედვით.
‘საცალო გაყიდვებთან’ დაკავშირებულ საბუთებში ცვლილების შეტანისას, პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, რომ საბუთი დაკავშირებულია retail.gss.ge-თან და გაგრძლედეს თუ არა ცვლილებების შენახვა და მხოლოდ თანხმობის შემთხვევაში აისახება ცვლილება.
ვაჭრობის საბუთების ატვირთვა ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას ასევე დაემატა, ვაჭრობის საბუთების ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე ატვირთვის საშუალება.
ვაჭრობის საბუთების ფანჯრებში, ინსტუმენტების ზოლში ღილაკზე ‘გაგზავნა retail.gss.ge-ზე’ ზემოქმედებით ეკრანზე მიიღება ფანჯარა ‘გაგზავნა retail.gss.ge-ზე’.
გაგზავნის ფანჯარაში თარიღის ველი პასიურია, შესაძლებელია მხოლოდ სასურველი დროის მითითება. გაგზავნის ღილაკზე ზემოქმედებით საბუთი აისახება ‘საცალო გაყიდვების’ პორტალზე.
საბუთების სინქრონიზაცია
ვაჭრობის საბუთების ფანჯრებში, ინსტრუმენტების ზოლში სინქრონიზაციის ღილაკზე ზემოქმედებით მოხდება გაგზავნილი/ჩამოტვირთული საბუთების შედარება ‘საცალო გაყიდვების’ პორტალთან. საბუთი გახდება გასარკვევი (აღნიშნული იქნება წითელი კითხვისნიშნით), თუ გადაგზავნის შემდეგ საბუთში განსხვავებული აღმოჩნდება თარიღი, საქონლის სია ან საქონლის რაოდენობა.
შესწორებული საკითხები
● თუ ანგარიშ-ფაქტურა შეიცავდა გასავლის ზედდებულს, რომელშიც მითითებული იყო ფასდაკლება, რს-ზე მისი გაგზავნის შემთხვევაში არ ხდებოდა ფასდაკლების გათვალისწინება.
● გასავლის ზედდებულების ფანჯრის ქვედა ნაწილში, სადაც ჩანს საბუთის ინფორმაცია, არ ჩანდა საქონლის ფასდაკლებული თანხები.
განახლება 2.042–ის დამატება 1
დაგროვებითი პენსიის აღრიცხვა
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ‘დაგროვებითი პენსიის’ აღრიცხვის საშუალება. აქედან გამომდინარე, საჭირო ცვლილებები შევიდა ‘მომსახურე პერსონალისა’ და ‘ხელფასის პარამეტრების’ ფანჯრებში.
'მომსახურე პერსონალის ბარათში', დაკავების ჩანართში დაემატა ‘დაგროვებითი პენსიის’ სქემის ველი, რომელიც პროგრამის განახლების შემდეგ ავტომატურად შევსებული იქნება ‘სავალდებულო დაგროვებითი საპენსიო სქემით’. თუ რომელიმე თანამშრომელი საპენსიო სქემაში არ მონაწილეობს ან მონაწილეობს ნებაყოფლობით, საჭიროა მის ბარათში მიეთითოს შესაბამისი ვარიანტი.
‘ხელფასის პარამეტრების’ ფანჯარაში, დარიცხვის თითოეული ანგარიშის შესაბამისი დაკავებების სიაში დაემატა ‘დაგროვებითი პენსია’, რომელიც პროგრამის განახლების შემდეგ ავტომატურად მონიშნულია.
ასევე ‘ხელფასის პარამეტრების’ ფანჯარაში, დაკავების ჩანართში, დაკავებების სიაში დაემატა ‘დაგროვებითი პენსია’. პროგრამის განახლების შემდეგ, ხელფასის საბუთების ჩატარებამდე, საჭიროა მიეთითოს საპენსიო თანხის დაკავების საბუღალტრო ანგარიში და კანონით განსაზღვრული 2 პროცენტი.
'ხელფასის საბუთებში' ავტომატურად ანგარიშდება ‘დაგროვებითი პენსიის’ თანხა.
‘დაგროვებითი პენსიის’ დამატებასთან დაკავშირებით განახლდა ხელფასის 'დარიცხვის უწყისის' ამოსაბეჭდი ფორმა.
მომსახურე პერსონალის ბარათების იმპორტირებისათვის ნიმუშად მოცემულ ექსელის ფაილს დაემატა ‘საპენსიო სქემაში მონაწილეობის’ სვეტი, რაც ავტომატურად აისახება მომსახურე პერსონალის ბარათებში.
 
 
 
 
 
 
 
დიდი მადლობა რომ დაინტერესდით... თუ გექნებათ დამატებით სხვა შეკითხვები, გთხოვთ არ მოგერიდოთ და დაგვიკავშირდეთ
service@gss.ge - 995 32 2313331, 2313431, 2313531