2.043 ვერსიით სარგებლობისათვის აუცილებელია თქვენს კომპიუტერზე დაინსტალირებული იყოს პროგრამის net Framework არანაკლებ 4.5 ვერსია, რაც უზრუნველყოფს ვებ-სუპერფინთან სინქრონიზაციას.
ვებ-სუპერფინთან სინქრონიზაციისათვის ასევე აუცილებელია რეგიონალურ პარამეტრებში სისტემური ენა იყოს ინგლისური.
ვებ-სუპერფინი
ჩვენ შევქმენით
superfin.gss.ge ბუღალტრული აღრიცხვის პორტალი, სადაც რეგისტრაციის შემდგომ, შესაძლებელია ორგანიზაციების გახსნა, სხვა მომხმარებლების მოწვევა და
ბუღალტრული აღრიცხვის წარმოება ნებისმიერი ადგილიდან.
კავშირი ვებ-სუპერფინთან
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას SuperFin დაემატა კავშირი superfin.gss.ge-ზე გახსნილ ორგანიზაციასთან.
ვებ-სუპერფინთან - superfin.gss.ge დაკავშირების შემდეგ, პროგრამა SuperFin ნებისმიერი ადგილიდან ხდება ხელმისაწვდომი.
კავშირი გულისხმობს პროგრამის SuperFin კონკრეტული ორგანიზაციის (მონაცემთა ბაზის) ვებ-სუპერფინის - superfin.gss.ge შესაბამის ორგანიზაციასთან დაკავშირებას, ინფორმაციის ექსპორტ-იმპორტის მიზნით.
ვებ-სუპერფინის გამოყენება პროგრამა სუპერფინთან ერთიანობაში კიდევ უფრო ზრდის პროგრამის SuperFin საშუალებებს.
ფანჯარა ‘პარამეტრები’
‘პარამეტრების’ ფანჯარაში შეიცვალა ჩანართი ‘gss.ge’.
ველში ‘gss.ge მომხმარებლის ელ. ფოსტა’ მიეთითება ვებ გვერდზე superfin.gss.ge მომხმარებლის რეგისტრაციისას მითითებული ელ. ფოსტა.
‘დაკავშირების’ ღილაკზე დაჭერით მითითებულ ელ. ფოსტაზე გაიგზავნება უნიკალური კოდი, რომელიც შეიტანება ‘კავშირის კოდის’ ფანჯარაში.
კავშირის კოდის დახმარებით ხდება პროგრამა სუპერფინის ვებ-სუპერფინთან - superfin.gss.ge დაკავშირება, მომხმარებლის ელ-ფოსტით.
ველში ‘gss.ge - ორგანიზაციის ID’ მიეთითება ვებ-სუპერფინის პორტალზე გახსნილი შესაბამისი ორგანიზაციის ID.
‘ორგანიზაციის ავტორიზაციის მოთხოვნის’ ღილაკზე დაჭერით ვებ-სუპერფინის შესაბამისი ორგანიზაციის დაკავშირებულ პროგრამებში გამოჩნდება ავტორიზაციის დასტურის შეტყობინება.
დასტურის შემდეგ, სუპერფინის პარამეტრების ფანჯარაში ‘ორგანიზაციის ავტორიზაციის მოთხოვნის’ განმეორებით გაგზავნისას სუპერფინის ორგანიზაცია დაუკავშირდება superfin.gss.ge-ის შესაბამის ორგანიზაციას.
'superfin.gss.ge - საბუთების ავტომატური სინქრონიზაციის’ მონიშვნით სუპერფინისა და ვებ-სუპერფინის ორგანიზაციებს შორის გააქტიურდება სინქრონიზაციის პროცესი.
'superfin.gss.ge-ზე შექმნილი საბუთების მომხმარებლის’ ველში მიეთითება მომხმარებელი, რომლის სახელითაც სუპერფინში აისახება ვებ-სუპერფინიდან ჩამოტვირთული საბუთები.
სინქრონიზაცია
პარამეტრების შევსებისა და თანხმობის შემდეგ, იწყება სინქრონიზაციის პროცესი, რის შესახებაც ეკრანის ქვედა მარცხენა ნაწილში მიიღება შესაბამისი შეტყობინება.
სინქრონიზაციის პირველად განხორციელებისას პროგრამიდან SuperFin ვებ-სუპერფინში აიტვირთება საბუღალტრო ანგარიშები და ყველა საბუთი საბუღალტრო გატარებების სახით. შესაბამისად, ავტომატურად ფორმირდება ანგარიშთა ბრუნვები და ამონაწერები.
სინქრონიზაციის პროცესი მიმდინარეობს მხოლოდ მაშინ, როცა პროგრამა SuperFin გახსნილია. პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია სუპერფინში არსებული ინფორმაციის მოცულობაზე. დიდი მოცულობის ინფორმაციის ატვირთვის პროცესი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათს ან დღეღამეზე მეტ ხანსაც კი. პროცესის დასრულებისას მიიღება შესაბამისი შეტყობინება.
შემდეგში, სინქრონიზაცია სისტემატიურად, ავტომატურად ხორციელდება და პროგრამიდან SuperFin ვებ-სუპერფინში იტვირთება დამატებული ანგარიშები, დამატებული და შეცვლილი ოპერაციები, ხოლო ვებ-სუპერფინში დამატებული და შეცვლილი ოპერაციები კი ჩამოიტვირთება პროგრამაში SuperFin.
ვებ-სუპერფინიდან ჩამოტვირთული საბუთები, სუპერფინში აისახება ‘პარამეტრების’ ფანჯარაში მითითებული მომხმარებლის სახელით, ხოლო სუპერფინიდან ატვირთული საბუთები, ვებ-სუპერფინში აისახება მათი შემქმნელის სახელით.
სინქრონიზაციის პროცესის რაიმე მიზეზით შეწყვეტის შემთხვევაში მიიღება შესაბამისი შეტყობინება. პრობლემის მოგვარების შემდეგ, ინსტრუმენტების ზოლში
სინქრონიზაციის ღილაკი პასიურია, როცა პარამეტრების ფანჯარაში გათიშულია ‘საბუთების ავტომატური სინქრონიზაცია’.
განყოფილება “ვაჭრობა–წარმოება”
საქონლის აღრიცხვის გაუმჯობესებული საშუალებები
● |
მიმდინარე განახლებიდან, საქონლის ბარათებში დაემატა სერიის, ვადისა და მწარმოებლის (მწარმოებლის ველი დაემატა ინგლისური სახელის ველის მაგივრად) ველები. აღნიშნული სიახლე მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სერიისა და ვადის მქონე პროდუქციის აღრიცხვას. მაგ: ფარმაცევტული პროდუქცია.
|
● |
ვაჭრობის საბუთებში საქონლის ძებნა უკვე შესაძლებელია შტრიხკოდითა და სერიით.
|
● |
გასავლის ზედდებულის საბუთში დაემატა ფარმაცევტული საქონლის რეალიზაციისას აუცილებელი დანართის ‘ფორმა 4’ ბეჭდვის საშუალება.
|
● |
საქონლის სერიისა და ვადის ველები ასევე დაემატა ინვენტარიზაციის უწყისში.
|
● |
საქონლის ბარათების ერთიანად იმპორტის გაუმჯობესების მიზნით, ექსელის ფაილს დაემატა საქონლის შტრიხკოდის, სერიის, ვადისა და მწარმოებლის სვეტები.
|