RS.GE-თან დაკავშირება
მიმდინარე განახლებიდან ვებ-სუპერინს დაემატა კავშირი RS.GE-თან.
‘პარამეტრების’ ფანჯარაში მიეთითება RS.GE მომხმარებლისა და სერვისის მომხმარებლის სახელი და პაროლი.
‘კავშირის შემოწმებით’ მოწმდება დაკავშირდა თუ არა ორგანიზაცია RS.GE-თან შეტანილი მომხმარებლებითა და პაროლებით. კავშირის დამყარების გარეშე ვერ მოხერხდება ანგარიშ-ფაქტურების ატვირთვა.
RS საბუთები
მიმდინარე განახლებიდან, ‘საბუთების’ ფანჯარაში, საბუთებს (შემოსავლის ზედდებული, გასავლის ზედდებული და ა.შ.), რომლებიც სუპერფინიდან ატვირთული / ჩამოტვირთული არის RS.GE-ზე, ენიჭება აღნიშვნა ‘RS ზედნადები’.
ანგარიშ-ფაქტურის ანგარიშები
‘პარამეტრების’ ფანჯარაში განისაზაღვრება მყიდველის, რეალიზაციისა და დღგ-ის ანგარიშები, რომლებსაც პროგრამა იყენებს ანგარიშ-ფაქტურის შექმნისა და მის შიგნით თანხების დაანგარიშების დროს.
გარდა ანგარიშებისა, აქვე მოცემულია ინსტრუქცია, რაც უნდა გაითვალისწინოს მომხმარებელმა ანგარიშ-ფაქტურების შექმნისათვის.
ანგარიშთა დამატებითი მონაცემები
მიმდინარე განახლებიდან ‘ანგარიშთა გეგმის’ ფანჯარაში, ანგარიშებზე შესაძლებელია დამატებითი მონაცემების მითითება.
თითოეული ანგარიშის კონტექსტური მენიუდან (მონაცემების არჩევანი ‘სამი წერტილის’ სახით) იხსნება ‘დამატებითი მონაცემების არჩევანის’ ფანჯარა, სადაც შესაძლებელია კერძო პირის, ორგანიზაციის, მყიდველის, მომწოდებლისა და დღგ-ის ანგარიშის ტიპის მონაცემების დამატება.
ყურადღება მიაქციეთ!
დამატებითი მონაცემების ისეთ ანგარიშზე დამატებისას, რომლის შემთხვევაშიც მისი პრაქტიკული გამოყენება ვერ მოხდება, ფანჯარაში მიიღება იმ ანგარიშების ჩამონათვალი, რომლებზეც რეკომენდირებულია ამ მონაცემების დამატება. მაგ: სალაროს ანგარიშზე ორგანიზაციის მონაცემების დამატებისას (რაც სრულიად ზედმეტია), ფანჯარაში ჩანს რეკომენდირებული ანგარიშების ჩამონათვალი.
კერძო პირის მონაცემების ფანჯარაში მიეთიება ანგარიშთან დაკავშირებული კერძო პირის სახელი, გვარი, საკონტაქტო სახელი, პირადი ნომერი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, მობილური და მისამართები. შესაძლებელია რამდენიმე იურიდიული და ფაქტიური მისამართის მითითებაც. საჭიროების შემთხვევაში, მისამართის შევსებისას ქალაქისა და რეგიონის მაგივრად შესაძლებელია მიეთითოს სოფელი, დაბა და ა. შ.
ორგანიზაცის მონაცემების ფანჯარაში მიეთითება ანგარიშთან დაკავშირებული ორგანიზაციის სახელი, საკონტაქტო სახელი, საიდენტიფიკაციო ნომერი, ელ-ფოსტა, ტელეფონი, მობილური და მისამართები. შესაძლებელია რამდენიმე იურიდიული და ფაქტიური მისამართის მითითებაც.
მყიდველის მონაცემების ფანჯარაში მიეთითება ანგარიშთან დაკავშირებული ორგანიზაციის ‘დღგ-ის გადამხდელის ტიპი’, მაგ: გადამხდელი, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული, არაგადამხდელი. მონიშვნა ‘ითხოვს ანგარიშ-ფაქტურას’ ნიშნავს, რომ ორგანიზაცია ყოველთვიურად ითხოვს ანგარიშ-ფაქტურას.
მომწოდებლის მონაცემების ფანჯარაში მიეთითება ანგარიშთან დაკავშირებული ორგანიზაციის ‘დღგ-ის გადამხდელის ტიპი’, მაგ: გადამხდელი, ჩათვლის უფლებით გათავისუფლებული, ჩათვლის უფლების გარეშე გათავისუფლებული, არაგადამხდელი.
დღგ-ს ანგარიშის ტიპის ფანჯარაში განისაზღვრება ანგარიშის დღგ-ის ტიპი. მაგ: გადასახდელი დღგ, ჩასათვლელი დღგ - ადგილობრივი, ჩასათვლელი დღგ - ძირითადები, ჩასათვლელი დღგ - იმპორტი, ჩასათვლელი დღგ - ავანსი.
ავღნიშნავთ, რომ საჭიროების შემთხვევაში ანგარიშს შესაძლებელია მიეთითოს რამდენიმე სახის დამატებითი მონაცემები ერთდროულად. მაგალითად: მყიდველის ანგარიშს შეიძლება (საჭიროც კი არის) მიეთითოს ორგანიზაციისა და მყიდველის მოანაცემები.
ანგარიშზე მითითებული მონაცემები ჩანს პირდაპირ ანგარიშზე, საიდანაც შესაძლებელია მათი რედაქტირება.
ანგარიშის მონაცემების ატვირთვა სუპერფინიდან
ანგარიშებზე მონაცემების დამატება შესაძლებელია პროგრამიდან SuperFin ატვირთვის საშუალებითაც. ამისათვის ‘ანგარიშთა გეგმის’ ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში დაემატა ანგარიშის მონაცემების ატვირთვის ღილაკი.
საჭირო ანგარიშის მონიშვნისა და ‘ანგარიშის მონაცემების ატვირთვის’ ღილაკზე ზემოქმედებით (Alt+M) მონიშნული ანგარიშის და მისი ქვეანგარიშების მონაცემები აიტვირთება ვებ სუპერფნის დაკავშირებულ ორგანიზაციაში და დაემატება შესაბამის ანგარიშებს. ავღნიშნავთ, რომ კონკრეტული ანგარიშის მონაცემების ატვირთვა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ ვებ-სუპერფინში მის შესაბამის ანგარიშს არ გააჩნია დამატებითი მონაცემები.
ანგარიშ-ფაქტურის შექმნა, სინქრონიზაცია-ატვირთვა
ანგარიშ-ფაქტურის შექმნა შესაძლებელია ‘საბუთების’ ფანჯარაში, ‘საბუღალტრო ოპერაციის’, ‘გასავლის ზედდებულის’ ან ‘საქონლის უკან დაბრუნების’ საბუთების საფუძველზე.
ანგარიშ-ფაქტურის შესაქმნელად, აღნიშნულ საბუთებში აუცილებლად უნდა მონაწილეობდეს საბუღალტრო გატარება მყიდველისა და რეალიზაციის ანგარიშების (რომელიც ზემოთ აღწერილ პარამეტრებში არის თქვენს მიერ განსაზღვრული) კორესპონდენციით. ასევე საჭიროა, მყიდველის ანგარიშს მითითებული ქონდეს ორგანიზაციის საიდენტიფიკაციო ნომერი.
კონკრეტული მყიდველის საბუთებზე ანგარიშ-ფაქტურა იქმნება მისი ერთერთი საბუთის კონტექსტური მენიუს ‘RS ანგარიშ-ფაქტურის’ ბრძანებით.
შედეგად ეკრანზე იხსნება ანგარიშ-ფაქტურა, სადაც ავტომატურად შეტანილია აღნიშნული მყიდველის, როგორც მიმდინარე (საბუთი, რომლიდანაც გამოვიძახეთ ანგარიშ-ფაქტურის შექმნა), ასევე სხვა საბუთებიც, რომელთა თარიღი მიეკუთვნება იმავე დარიცხვის პერიოდს - თვეს და რომლებიც არ მონაწილეობენ ამავე თვის სხვა ანგარიშ-ფაქტურებში.
შექმნის შემდეგ ანგარიშ-ფაქტურას ავტომატურად ენიჭება სტატუსი ‘ასატვირთი’, რაც ნიშნავს, რომ იგი ჯერ არ არის ატვირთული RS.GE-ზე.
თარიღის ველი ავტომატურად ივსება ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთებიდან ყველაზე დიდი თარიღის მქონე საბუთის თარიღით.
საიდენტიფიკაციო ნომრისა და სახელის ველები ავტომატურად ივსება მიმდინარე საბუთში მონაწილე მყიდველის ანგარიშის ორგანიზაციის მონაცემებიდან.
თითოეული საბუთის მარჯვნივ მოცემულია ამ საბუთის თანხა და დღგ, რომლის დათვალც მოხდა პარამეტრებში მითითებული ინსტრუქციის მიხედვით, ასევე აქვე მდებარეობს წაშლის ღილაკი, რითაც შესაძლებელია კონკრეტული საბუთის ამოღება ანგარიშ-ფაქტურიდან.
საბუთების სიის ზემოთ მიიღება საბუთების სრული თანხებისა და დღგ-ის თანხების ჯამი.
ატვირთვის ღილაკზე ზემოქმედებით ანგარიშ-ფაქტურა აიტვირთება RS.GE-ზე ‘გადასაგზავნი’ სტატუსით.
ატვირთვისთანავე RS.GE-დან ანგარიშ-ფაქტურაში ჩამოიტვირთება ID ნომერი და RS.GE-ს მიერ დათვლილი ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთების თანხების ჯამი.
ანგარიშ-ფაქტურის მყიდველთან გადაგზავნა, გაუქმება და სხვა ოპერაციები პროგრამიდან არ ხდება. ასეთი ოპერაციები უნდა შესრულდეს პირდაპირ RS.GE-ზე.
თუ ატვირთვის დროს, ანგარიშ-ფაქტურაში აღმოჩნდა ისეთი ‘გასავლის ზედდებული’ ან ‘უკან დაბრუნება’, რომელიც არ არის RS.GE-ზე აქტიური ან დასრულებული სახით, ანგარიშ-ფაქტურა აიტვირთება არასრული სახით. ამ შემთხვევაში პროგრამას გამოაქვს შეტყობინება, იმ საბუთების შესახებ, რომელთა გამოც ვერ მოხერხდა ანგარიშ-ფაქტურის სრულყოფილად ატვირთვა და ანგარიშ-ფაქტურა გახდა ‘გასარკვევი’.
აღნიშნული საბუთების პროგრამიდან SuperFin RS.GE-ზე აქტიური ან დასრულებული სტატუსით გაგზავნის შემდეგ, გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის ატვირთვის ბრძანებით, ანგარიშ-ფაქტურა აიტვირთება სრულყოფილად და მოეხსნება ‘გასარკვევი’ სტატუსი.
თუ ანგარიშ-ფაქტურის შექმნის შემდეგ, მის საბუთებში შეტანილ იქნა ცვლილებები ან მოხდა მათი წაშლა, მას მიენიჭება ‘გასაახლებელი’ სტატუსი.
ასეთ შემთხვევაში, ანგარიშ-ფაქტურაში განახლების ღილაკზე ზემოქმედებით, საბუთებისა და მათი თანხების ხელახლა ფორმირება ხდება. რა დროსაც:
● |
განახლდება საბუთები, რომლებშიც მოხდა ცვლილება;
|
● |
დაემატება იმავე მყიდველისათვის შექმნილი ის საბუთები, რომლებიც არ მონაწილეობენ სხვა ანგარიშფაქტურებში.
|
ანგარიშ-ფაქტურის საბუთების განახლების შემდეგ, თუ RS.GE-ის ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთების თანხების ჯამი განსხვავებული აღმოჩნდა თქვენს მიერ გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურის საბუთების სიის ზემოთ მიღებული საბუთების თანხების ჯამისაგან, სინქრონიზაციის შემთხვევაში ანგარიშ-ფაქტურა ხდება ‘გასარკვევი’.
ასეთ შემთხვევაში საჭიროა ანგარიშ-ფაქტურაში მონაწილე საბუთების ინდივიდუალურად შედარება/შემოწმება RS.GE-თან.
მოთხოვნილი ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად შექმნა
კომპანიას, რომელიც ემსახურება ბევრ კლიენტს, ყოველი თვის ბოლოს უწევს ბევრი ანგარიშ-ფაქტურის გამოწერა, რაც ძალიან მოკლე დროში უნდა მოესწროს და ამიტომ დიდ ძალისხმევას მოითხოვს.
აღნიშნული სირთულე აღარ იარსებებს, რადგან პროგრამას დაემატა ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად შექმნისა და RS.GE-ზე ერთიანად სინქრონიზაცია-ატვირთვის საშუალება.
ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად შექმნამდე უნდა განისაზღვროს ის კლიენტები, ვისაც სისტემატიურად სჭირდება ანგარიშ-ფაქტურა. ამისათვის ანგარიშთა გეგმაში, კლიენტების საბუღალტო ანგარიშებზე, მყიდველის დამატებით მონაცემებში მონიშნული უნდა იყოს ‘ითხოვს RS ანგარიშ-ფაქტურას’.
‘ანგარიშ-ფაქტურების’ ფანჯარაში ‘მოთხოვნილი ა/ფ-ების შექმნის’ ბრძანებით ეკრანზე მიიღება ‘მყიდველებისგან მოთხოვნილი ანგარიშ-ფაქტურების შექმნის’ ფანჯარა, სადაც დასაბეგრი თვე და წელი ავტომატურად შევსებულია კომპიუტერის სისტემური თარიღის შესაბამისად.
‘შექმნის’ ღილაკზე ზემოქმედებით ანგარიშ-ფაქტურები ერთიანად იქმნება ყველა იმ მყიდველზე, რომელთა საბუღალტრო ანგარიშებზე მყიდველის მონაცემებში მონიშნული არის ‘ითხოვს RS ანგარიშ-ფაქტურას’.
ანგარიშ-ფაქტურების შექმნისთანავე, ანგარიშ-ფაქტურების შემქმნელი მომხმარებლის და მთავარი ბუღალტრის ელ. ფოსტებზე ავტომატურად იგზავნება მეილი, ანგარიშ-ფაქტურების შექმნის შედეგის შესახებ.
ანგარიშ-ფაქტურების სინქრონიზაცია-ატვირთვა
გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურების ერთიანად სინქრონიზაცია-ატვირთვა RS.GE-ზე შესაძლებელია ‘ანგარიშ-ფაქტურების’ ფანჯრიდან.
‘ა/ფ-ების სინქრონიზაცია-ატვირთვის’ ბრძანებით ეკრანზე მიიღება ‘ა/ფ-ების სინქრონიზაცია-ატვირთვის’ ფანჯარა, სადაც დასაბეგრი თვე და წელი ავტომატურად შევსებულია კომპიუტერის სისტემური თარიღის შესაბამისად.
‘სინქრონიზაცია-ატვირთვის’ ღილაკზე ზემოქმედებით უკვე გამოწერილი ანგარიშ-ფაქტურები ერთიანად დასინქრონიზირდება-აიტვირთება RS.GE-ზე.
პროცესის დასრულებისთანავე ანგარიშ-ფაქტურების შემქმნელი მომხმარებლისა და მთავარი ბუღალტრის ელ-ფოსტებზე ავტომატურად იგზავნება მეილი, ანგარიშ-ფაქტურების სინქრონიზაცია-ატვირთვის შედეგის შესახებ.
ანგარიშ-ფაქტურების ფილტრი
‘ანგარიშ-ფაქტურების’ ფანჯარაში კონკრეტული სტატუსის საბუთების მოსაძებნად მენიუში ‘ყველა მდგომარეობა’ საჭირო სტატუსის არჩევით ეკრანზე მიიღება შესაბამისი საბუთები.
გარდა სტატუსისა, ანგარიშ-ფაქტურების ძებნა შესაძლებელია განხორციელდეს ანგარიშ-ფაქტურის ნომრით, მყიდველის საიდენტიფიკაციო ნომრით ან დასახელებით და ანგარიშის ნომრით.
განახლება 2.044–ის დამატება 1
მიმდინარე განახლებიდან, ვაჭრობის საბუთებში საქონლის არჩევამდე, უკვე ჩანს მიმდინარე რაოდენობრივი ნაშთები.
საქონლის ნაშთები მიიღება საბუთში არჩეული საწყობის მიხედვით. თუ საწყობი არ იქნება არჩეული, საქონლის რაოდენობები მიიღება ყველა საწყობის მიხედვით.
განახლება 2.044–ის დამატება 2
ვაჭრობის საბუთებში საქონლის არჩევამდე, რაოდენობრივი ნაშთების შემდეგ, დაემატა თვითღირებულებების სვეტი.
რაოდენობრივი ნაშთების მსგავსად, თვითღირებულებებიც მიიღება საბუთში არჩეული საწყობის მიხედვით. თუ საწყობი არ იქნება არჩეული - ყველა საწყობის მიხედვით.
განახლება 2.044–ის დამატება 3
მიღებული ზედნადებების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE-დან
‘შემოსავლის ზედდებულის’ ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
‘rs - ერთიანად ჩამოტვირთვის’ 
ღილაკზე ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე მიღებული ზედნადებები’
‘პერიოდის’ ველები ავტომატურად შევსებულია მიმდინარე თარიღით, კომპიუტერის სისტემური თარიღის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მიეთითება სასურველი პერიოდი.
ფანჯარაში ჩანს მომწოდებლების მიერ გამოწერილი ‘ტრანსპორტირებით’, ‘ტრანსპორტირების გარეშე’ ან ‘ქვეზედნადების’ ტიპის სასაქონლო ზედნადებები, რომელთა სტატუსი არის ‘აქტიური’, ან ‘დასრულებული’.
უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფრად არის მოცემული და პროგრამა არ ახდენს მათ ხელმეორედ ჩამოტვირთვას.
პერიოდის ცვლილებით, ორგანიზაციის ველში საიდენტიფიკაციო ნომრის ან დასახელების შეტანისა და განახლების ღილაკზე ზემოქმედებით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული მომწოდებლის მიერ მითითებულ პერიოდში გამოწერილი სასაქონლო ზედნადებები.
შენიშვნა: ‘საბუთების ერთიანად ჩამოტვირთვის’ ფანჯრიდან შეუძლებელია მხოლოდ ერთი საბუთის ჩამოტვირთვა. რომელიმე საბუთზე თაგვის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი, ჩამოიტვირთება ყველა მათგანი.
აქვე ავღნიშნავთ, რომ საბუთების ერთაიანად ჩამოტვრთვისათვის, პროგრამაში აუცილებელია არსებობდეს საწყობი დასახელებით ‘გაურკვეველი’ და საქონლის ბარათი დასახელებით ‘გაურკვეველი’.
თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით მიღებული ზედნადებები ერთიანად ჩამოიტვირთება პროგრამაში.
ჩამოტვირთულ საბუთებში,
● |
მომწოდებლის ველი ავტომატურად ივსება იმ ანგარიშით, რომლის მონაცემებში შეტანილია შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ივსება პარამეტრებში მითითებული მომწოდებლის ანგარიშით;
|
● |
საწყობის ველი ავტომატურად ივსება იმ საწყობით, რომლის მისამართიც ემთხვევა ზედნადებში მითითებულ ‘დასრულების ადგილს’, წინააღმდეგ შემთხვევაში ივსება საწყობით ‘გაურკვეველი’;
|
● |
საქონლები ავტომატურად ივსება ერთხელ უკვე იყო ჩამოტვირთული საქონლის ბარათებით. პირველად ჩამოტვირთული საქონლები კი, ივსება ბარათით ‘გაურკვეველი’.
|
ყველა ჩამოტვირთული საბუთი პროგრამაში აისახება შესრულებული სახით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათში მონაწილეობს საწყობი ან საქონელი დასახელებით ‘გაურკვევლი’. აქედან გამომდინარე, საბუთების ჩამოტვირთვის შემდეგ რეკომენდირებულია შემოწმდეს:
● |
პარამეტრებში მითითებული ‘მომწოდებლის ანგარიშის’ ბრუნვა;
|
● |
საქონლის მოძრაობა ‘გაურკვეველი’ საწყობის მიხედვით;
|
● |
საქონლის მოძრაობა ‘გაურკვეველი’ საქონლის მიხედვით;
|
განახლება 2.044–ის დამატება 4
‘მყიდველისაგან დაბრუნების’ საბუთების ერთიანად ჩამოტვირთვა RS.GE-დან
‘მყიდველისაგან დაბრუნებული საქონლის’ ფანჯრის ინსტრუმენტების ზოლში
‘rs - ერთიანად ჩამოტვირთვის’ 
ღილაკზე ზემოქმედებით იხსნება ფანჯარა ‘RS.GE–ზე გაგზავნილი ზედნადებები’
საიდენტიფიკაციო
‘პერიოდის’ ველები ავტომატურად შევსებულია მიმდინარე თარიღით, კომპიუტერის სისტემური თარიღის შესაბამისად. საჭიროების შემთხვევაში მიეთითება სასურველი პერიოდი.
პერიოდის ცვლილებით, ორგანიზაციის ველში საიდენტიფიკაციო ნომრის ან დასახელების შეტანისა და განახლების ღილაკზე ზემოქმედებით ფანჯარაში გამოჩნდება მხოლოდ კონკრეტული მყიდველის მიერ მითითებულ პერიოდში გამოწერილი ‘უკან დაბრუნების’ საბუთები.
ფანჯარაში ჩანს ‘მყიდველისაგან უკან დაბრუნების’ საბუთები, რომელთა სტატუსი არის ‘აქტიური’, ან ‘დასრულებული’.
უკვე ჩამოტვირთული საბუთები ნაცრისფრად არის მოცემული და პროგრამა არ ახდენს მათ ხელმეორედ ჩამოტვირთვას.
თანხმობის ღილაკზე ზემოქმედებით საბუთები ერთიანად ჩამოიტვირთება პროგრამაში.
შენიშვნა: ‘საბუთების ერთიანად ჩამოტვირთვის’ ფანჯრიდან შეუძლებელია მხოლოდ ერთი საბუთის ჩამოტვირთვა. რომელიმე საბუთზე თაგვის ზემოქმედების შემთხვევაშიც კი, ჩამოიტვირთება ყველა მათგანი.
ჩამოტვირთული საბუთები პროგრამაში აისახება შესრულებული სახით, თუ მათში ზუსტად მოხდა საწყობისა და საქონლის ბარათების ამოცნობა.
თუ ჩამოტვირთული საბუთების სიაში, პროგრამამ რომელიმე საბუთს დაუსვა კითხვის ნიშანი, ეს ნიშნავს, რომ საბუთში საწყობის ველი შევსებულია ‘გაურკვეველი’ საწყობით ან საქონლის სიაში არსებობს თუნდაც ერთი ‘გაურკვეველი’ საქონელი. ასეთი საბუთები პორგრამაში აისახება შეუსრულებელი სახით.
ჩამოტვირთულ საბუთებში,
● |
‘მყიდველის’ ველი ავტომატურად ივსება იმ ანგარიშით, რომლის მონაცემებში შეტანილია შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი, წინააღმდეგ შემთხვევაში ივსება პარამეტრებში მითითებული მყიდველის ანგარიშით;
|
● |
საწყობის ველი ავტომატურად ივსება იმ საწყობით, რომლის მისამართიც ემთხვევა ზედნადებში მითითებულ ‘დასრულების ადგილის მისამართს’, წინააღმდეგ შემთხვევაში ივსება საწყობით ‘გაურკვეველი’
|
● |
საქონლები ავტომატურად ივსება ერთხელ უკვე ჩამოტვირთული საქონლის ბარათით. პირველად ჩამოტვირთვის შემთხვევაში კი, საქონლის ველი, ივსება ბარათით ‘გაურკვეველი’;
|
● |
‘საქონლის თვითღირებულების’ ველი ავტომატურად ივსება არჩეულ მყიდველზე გამოწერილი ბოლო გასავლის ზედდებულის მონაცემების საფუძველზე, თუ ასეთი არ არსებობს, მაშინ დაბრუნების თარიღში საქონლის საშუალო თვითღირებულებით, ყველა საწყობის ჯამური ნაშთის მიხედვით.
|