განყოფილება "SuperFin"
● |
მიმდინარე განახლებიდან, მენიუში ‘სერვისი / პარამეტრები’ დაემატა ფასეულობების ბრუნვის მეთოდის არჩევის საშუალება, სადაც შესაძლებელია მიეთითოს ‘საგადასახადო’ ან ‘ფინანსური’ მეთოდი.
|
თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს საქონლის გამოჩენის მისთვის სასურველი ფორმა.
პარამეტრების ფაჯარაში, ვაჭრობა/წარმოების ჩანართში, ველში ‘საქონელი ჩანდეს’ დაემატა ვაჭრობის საბუთებში საქონლის კოდისა და დასახელების ერთდროულად გამოჩენის საშუალება.
თითოეულ მომხმარებელს შეუძლია მიუთითოს საქონლის გამოჩენის მისთვის სასურველი ფორმა.
● |
პროგრამას დაემატა ლარის მიმართ ოფიციალური სავალუტო კურსების ჩამოტვირთვის საშუალება.
|
მენიუში ‘სერვისი / პარამეტრები / ვალუტა’ დაემატა ველი ‘სავალუტო კურსების ავტომატური ჩამოტვირთვა’.
აღნიშნული ველის მონიშვნის შემთხვევაში, პროგრამა ყოველდღიურად გაშვებისთანავე ავტომატურად მოახდენს პროგრამაში არსებული ყველა ვალუტებისთვის ოფიციალური კურსების ჩამოტვირთვას.
გარდა ავტომატური ჩამოტვირთვისა, კურსების ჩამოტვირთვა შესაძლებელია განხორციელდეს მომხმარებლის მიერ.
მიმდინარე კურსების ფანჯარაში, ინსტრუმენტების ზოლში

ღილაკზე ზემოქმდებით ან CTRL+I კლავიშთა კომბინაციით მოხდება სავალუტო კურსების ჩამოტვირთვა.
კურსების პროგრამაში ჩამოტვირთვა მოხდება ბოლოს შეტანილი კურსის მომდევნო თარიღიდან, ხოლო თუ პროგრამაში საერთოდ არ არის შეტანილი კურსები, გასული ერთი წლის შესაბამისად.
● |
პროგრამას დაემატა ‘MS Excel’ ფაილიდან ინფორმაციის იმპორტის საშუალება. კერძოდ იმპორტირდება:
|
- ანგარიშთა გეგმა და ანგარიშების საწყისი ნაშთები;
- საბუღალტრო ოპერაციები;
- შეძენილი საქონელი;
- გაყიდული საქონელი;
- საწყობები;
- საქონლის საქაღალდეები, საქონლის ბარათები და მათი საწყისი ნაშთები;
- განყოფილებები;
- მატერიალურად პასუხისმგებელი პირები;
- ძირითადი საშუალებების საქაღალდეები;
- ძირითადი საშუალებების საქაღალდეები, ძირითადი საშუალებები და საწყისი ნაშთები;
- მომსახურე პერსონალი;
იმპორტი შეუძლია მთავარი ბუღალტრის უფლების მქონე მომხმარებელს.
დასაიმპორტირებელი ინფორმაციის შესაბამის ფანჯარაში, ინსტრუმენტების ზოლში, იმპორტის

ღილაკზე ზემოქმედებით ან ‘CTRL+I’ კლავიშთა კომბინაციით იხსნება იმპორტის ფანჯარა.
ღილაკზე ნიმუში ზემოქმედებით შესაძლებელია ექსელის ფაილის ნიმუშის ჩამოტვირთვა.
დასაიმპორტებელი ექსელის ფაილის ნიმუშის ჩამოიტვირთვა ასევე შესაძლებელია ბმულიდან:
/Downloads/SuperFin/ImportForms/superfin-import-forms.xls
ექსელის ფაილის შესაბამის ჩანართში დასაიმპორტირებელი ინფორმაცია შეიტანება სვეტების დასახელებების მიხედვით.
ზოგიერთი სვეტის დასახელებას დამატებით მითითებული აქვს კომენტარი, სადაც უფრო დეტალურადაა აღწერილი ამ სვეტში შესატანი ინფორმაციის ფორმა.
მეტი თვალსაჩინოებისათვის კი, ყოველი ჩანართის ერთი სტრიქონი შევსებული არის ზოგადი მაგალითის სახით, რომელიც რეალური ინფორმაციის შეტანისას უნდა წაიშალოს.
ექსელის ფაილის შევსების შემდეგ მიუთითეთ იგი იმპორტირების ფორმაში და იმპორტის ღილაკზე ზემოქმედებით პროგრამა მოახდენს ინფორმაციის პროგრამაში იმპორტს.
ექსელის ფაილში დასაიმპორტებელი ინფორმაციის არასწორი ფორმით შეტანის შემთხვევაში, პროგრამა ვერ მოახდენს მონაცემების იმპორტს, რის შესახებაც გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება.
შენიშვნა:
პროგრამაში SuperFin ინფორმაციის იმპორტისას, MS Excel აანალიზებს თითოეულ სვეტში შეტანილი მონაცემების ფორმატს (ტექსტი, რიცხვი, და ა. შ.), რის გამოც ზოგიერთ კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელია არ განხორციელდეს იმპორტი.
მაგალითად, თუ რომელიმე სვეტის პირველ რვა სტრიქონში შეტანილი იქნება მხოლოდ ციფრები, მიუხედავად ტექსტური ფორმატისა, MS Excel მთელი სვეტის ინფორმაციას რიცხობრივად განიხილავს. ამ შემთხვევაში კი, რომელიმე სტრიქონში ციფრებისაგან განსხვავებული სიმბოლოების არსებობისას MS Excel მათ მაინც რიცხობრივად განიხილავს და ამიტომ ვერ დააიმპორტებს პროგრამაში SuperFin.
აღნიშნული პრობლემის გადასაწყვეტად საკმარისია ციფრებისაგან განსხვავებული სიმბოლოს შემცველი ერთ-ერთი სტრიქონი ატანილ იქნეს ზევით პირველ რვა სტრიქონში ან პირველი რვა სტრიქონიდან ერთ-ერთში დროებით შეტანილ იქნეს ციფრებისაგან განსხვავებული ერთი სიმბოლო მაინც, რომლის წაშლაც იმპორტის შემდეგ პროგრამაში SuperFin იქნება შესაძლებელი.
განყოფილება SuperFin
● |
ბრუნვის პირობების ფანჯარაში დაემატა ანგარიშების ბრუნვით ან/და ნაშთებით გამოტანის საშუალება.
|
მაგალითად: პირობის ‘ბრუნვით’ მონიშვნის შემთხვევაში, ეკრანზე მიიღება მხოლოდ ბრუნვის მქონე ანგარიშები.
განყოფილება ვაჭრობა წარმოება
● |
ჩამოტვირთვის შემდეგ, ვაჭრობა/წარმოების საბუთებში, შინაარსის ველში უკვე ავტომატურად იწერება მომწოდებლის/მყიდველის დასახელება.
|
● |
ჩამოტვირთულ შემოსავლის ზედდებულში, მომწოდებლის ველი ავტომატურად ივსებოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მისი საბუღალტრო ანგარიში გახსნილი იყო 3110 ანგარიშზე. ხარვეზი გასწორებულია და მომწოდებლის ველის ავტომატურად შევსება უკვე ხდება იმ შემთხვევაშიც, როცა მისი საბუღალტრო ანგარიში გახსნილი არის სხვა ანგარიშზე.
|
● |
ჩამოტვირთულ შემოსავლის ზედდებულში და მომწოდებლისათვის დაბრუნების საბუთში, თუ მომწოდებელი დღგ–ის გადამხდელია, მის კოდსა და დასახელებასთან ერთად ემატება ჩანაწერი ‘არის დღგ–ს გადამხდელი’.
|
● |
ჩამოტვირთულ შემოსავლის ზედდებულში და მომწოდებლისათვის დაბრუნების საბუთებში, როცა მომწოდებელი არ არის დღგ–ის გადამხდელი, საქონლის რედაქტირების ფანჯარაში ველში ‘მშ. დღგ’ ავტომატურად იწერება ნული.
|
● |
შემოსავლის ზედდებულისა და მომწოდებლისათვის დაბრუნების საბუთებში შეიზღუდა rs.ge-დან უკვე ჩამოტვირთული საბუთის ხელმეორედ, ზედმეტად ჩამოტვირთვის შესაძლებლობა.
|
● |
წარმოების საბუთში, საქონლის შემადგენლობის ფანჯარაში დაემატა საწყობში დარჩენილი რაოდენობის სვეტი, რომლის შევსებაც ‘რაოდენობის გადათვლის’ ღილაკზე ზემოქმედებით ხდება.
|
აღნიშნულ სვეტში მიიღება ამ წარმოების საბუთის შესრულების შემდეგ საწყობში დარჩენილი რაოდენობები.
● |
წარმოების საბუთის ამოსაბეჭდ ფორმას დაემატა შემადგენლობის განზომილებების სვეტი
|
● |
წარმოების საბუთის ექსელში გადატანისას ინფორმაცია არაკორექტულად გადადიოდა. ხარვეზი გასწორებულია.
|
● |
საქონლის რეალიზაციის, შიდა მოძრაობის, დისტრიბუციის და მყიდველისაგან უკან დაბრუნების საბუთებს დაემატა სასაქონლო ზედნადების ამობეჭდვის საშუალება:
|
აღნიშნულ საბუთებში, ინსტრუმენტების ზოლში ბეჭდვის ღილაკზე ზემოქმედებით ან CTRL+P კლავიშთა კომბინაციით ეკრანზე მიიღება სასაქონლო ზედნადების ამოსაბეჭდი ფორმა.
განყოფილება ფასეულობები
ფასეულობების ფანჯარაში, ძირითადი საშუალების ბარათში დაემატა ველები ‘გამოყენების ვადა (თვე)’ და ‘სალიკვიდაციო ღირებულება’. ასევე დაემატა გამოშვებისა და შეძენის თარიღების მითითების საშუალება.
საგადასახადო მეთოდის ველში ჯგუფის მითითება აღარ არის აუცილებელი და საჭიროა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაში ცვეთის დარიცხვა ხდება საგადასახადო მეთოდით.
ანგარიშების ჩანართში დაემატა ველები ‘რეალიზაციის ანგარიში’ და ‘რ.პ.თ.–ის ანგარიში’ (რეალიზებული პროდუქციის თვითღირებულება), რომლებსაც პროგრამა ავტომატურად გამოიყენებს ძირითადი საშუალების რეალიზაციის ოპერაციის გატარებების შესრულების დროს.
● |
შეიცვალა ძირითადი საშუალებების საწყისი ნაშთის ფანჯარა.
|
‘ღირებულების’ ველში მიეთითება ძირითადი საშუალების შეძენის ღირებულება.
‘საგადასახადო ცვეთის’ ველში მიეთითება ძირითად საშუალებაზე უკვე დარიცხული საგადასახადო ცვეთის ოდენობა.
ფინანსური ცვეთის ნაწილში მიეთითება თარიღი, სადამდეც უკვე არის დარიცხული ფინანსური ცვეთა და ამ თარიღამდე უკვე დარიცხული ფინანსური ცვეთის ოდენობა.
ძირითადი საშუალების რაოდენობა მიეთითება მატერიალური პირისა და განყოფილების მიხედვით.
● |
მიმდინარე განახლებიდან პროგრამას დაემატა ფინანსური/წრფივი მეთოდით ძირითადი საშუალებების ცვეთის დარიცხვის საშუალება.
|
● |
საგადასახადო და ფინანსური/წრფივი მეთოდებით ძირითადი საშუალებების აღრიცხვის წარმართვა შესაძლებელია ერთდროულად.
|
● |
ძირითადი საშუალების მიღება ავტომატურად აისახება ორივე სახის აღრიცხვაში.
|
● |
მიღების საბუთში არასაჭიროებიდან გამომდინარე აღარ მიეთითება დარიცხული ცვეთა.
|
● |
ძირითადი საშუალების ცვეთის საბუთები იქმნება ინდივიდუალურად თითოეული სახის აღრიცხვისათვის.
|
ცვეთის დარიცხვის საბუთში აღარ მიეთითება მატ. პირი და განყოფილება და ცვეთის დარიცხვა ავტომატურად ხდება ყველა მატ. პირისა და განყოფილებისათვის.
● |
საგადასახადო ცვეთის არჩევის შემთხვევაში, თანხის ჩანართში ჩანს ცვეთის მეთოდი, ჯგუფი და ჯგუფის პროცენტი.
|
● |
თუ ძირითადი საშუალების ბარათში მითითებული არ არის საგადასახადო ამორტიზაციის ჯგუფი, საგადასახადო ცვეთის საბუთში, ‘ცვეთის დათვლის’ ღილაკზე ზემოქმედებისას მიიღება შესაბამისი შეტყობინება და თანხმობის შემთხვევაში საბუთი გატარდება ნულოვანი თანხით.
|
● |
ფინანსური ცვეთის დარიცხვა ხდება საბუთის თვის ჩათვლით. თანხის ჩანართში ჩანს ცვეთის მეთოდი და გამოყენების ვადა.
|
დათვლის ღილაკზე ზემოქმედებით ჩანს ამ საბუთით ცვეთის დარიცხვის პერიოდის შესაბამისი თვეების რაოდენობა.
ფინანსური ცვეთის დარიცხვის პერიოდი შემდეგნაირად გამოითვლება:
- თუ, ძირითად საშულებას უკვე აქვს დარიცხული ცვეთა – ბოლოს დარიცხული ცვეთის საბუთის თარიღის შემდეგი თვიდან;
- თუ, ძირითად საშუალებას შეძენის შემდეგ პირველად ერიცხება ცვეთა – შეძენის თარიღის თვიდან, ამასთან, შეძენის თვე ჩაითვლება იმ შემთხევვაში, თუ იგი მოხდა თვის პირველი რიცხვიდან 15 რიცხვის ჩათვლით;
- თუ, ძირითად საშუალებას საწყისი ნაშთის შეტანის შემდეგ პირველად ერიცხება ცვეთა – საწყის ნაშთში დაფიქსირებული თარიღის შემდეგი თვიდან;
- თუ, ძირითად საშუალებას საწყისი ნაშთის შეტანის შემდეგ პირველად ერიცხება ცვეთა და საწყის ნაშთში არ აქვს მითითებული ცვეთის დარიცხვის თარიღი – ფინანსური ცვეთის საბუთში ‘ცვეთის დათვლის’ ღილაკზე ზემოქმედებისას პროგრამა მოითხოვს ცვეთის დარიცხვის საწყის თარიღს და ვერ მოხერხდება ცვეთის პერიოდისა და თანხის დაანგარიშება;
თუ, ძირითადი საშუალების ბარათში მითითებული არ არის მისი გამოყენების ვადა, ფინანსური ცვეთის საბუთში, ‘ცვეთის დათვლის’ ღილაკზე ზემოქმედებისას პროგრამას გამოაქვს შესაბამისი შეტყობინება.
საბუთების ერთიანად შექმნის შემთხვევაში კი, საბუთები შეიქმნება არასრულყოფილი სახით. ასეთი საბუთები აღნიშნული იქნება წითელი კითხვისნიშნით.
● |
ძირითადი საშუალების ჩამოწერისა და გადატანის ოპერაციები ავტომატურად აისახება ორივე სახის აღრიცხვაში. ოპერაციის არჩევის დროს განისაზღვრება რომელი აღრიცხვის შესაბამისად მოხდეს საბუღალტრო გატარებები.
|
ჩამოწერისა და გადატანის ოპერაციებში მიეთითება ჩამოსაწერი/გადასატანი ძირითადი საშუალების მხოლოდ რაოდენობა. ღირებულებისა და დაგროვილი ცვეთის ჩამოწერას/გადატანას პროგრამა ავტომატურად მოახდენს ორივე სახის აღრიცხვაში შესაბამისი თანხებით.
● |
ძირითადი საშუალების გაყიდვის ოპერაცია ავტომატურად აისახება ორივე სახის აღრიცხვაში. ოპერაციის არჩევის დროს განისაზღვრება რომელი აღრიცხვის შესაბამისად მოხდეს საბუღალტრო გატარებები.
|
ოპერაციაში მიეთითება ძირითადი საშუალების რაოდენობა და გასაყიდი ფასი. ღირებულებისა და დაგროვილი ცვეთის ჩამოწერას პროგრამა ავტომატურად მოახდენს ორივე სახის აღრიცხვაში შესაბამისი თანხებით.
თუ ძირითად საშუალებას ბარათში არ აქვს მითითებული რეალიზაციის ან რპთ–ის ანგარიში, გაყიდვის საბუთი არ გატარდება და პროგრამა გამოიტანს შეტყობინებას.
● |
ჩამოწერის, გადატანისა და რეალიზაციის საბუთებს დაემატა საბუთის ამობეჭდვის საშუალება.
|
● |
ძირითადი საშუალებების ბრუნვაში დაემატა სვეტები ‘დებეტური ბრუნვა’ და ‘კრედიტული ბრუნვა’, სადაც უკვე პირდაპირ ჩანს ძირითადი საშუალებების მიღების, ცვეთის, ჩამოწერის და რეალიზაციის ოპერაციების შესაბამისი რაოდენობები და ღირებულებები.
|
ბრუნვის ფანჯარაში ინფორმაცია თავდაპირველად მიიღება საგადასახადო აღრიცხვის მიხედვით.
ინსტრუმენტების ზოლში, პარამეტრების ფანჯარაში დაემატა აღრიცხვის მეთოდის არჩევის საშუალება. შესაბამისად, ინფორმაცია მიიღება აღრიცხვის არჩეული მეთოდის მიხედვით.
● |
კონკრეტული მატ. პირის ან/და განყოფილების შემთხვევაში, ძირითადი საშუალებების ბრუნვის დებეტურ და კრედიტულ მოძრაობაში ჩანს მხოლოდ რაოდენობრივი ინფორმაცია.
|
● |
ძირითადი საშუალებების ბრუნვაში დაემატა რაოდენობრივი ნაშთების მატ. პირებისა და განყოფილებების მიხედვით ნახვის საშუალება.
|
ინსტრუმენტების ზოლში, ‘ძირითადი საშუალებების რაოდენობრივი ნაშთების’

ღილაკზე ზემოქმედებით ან ‘CTRL+G’ კლავიშთა კომბინაციით, ეკრანზე მიიღება მონიშნული ძირითადი საშუალების ან საქაღალდის რაოდენობრივი ნაშთები, განაწილებული მატ. პირებისა და განყოფილებების მიხედვით.
● |
შეიცვალა ძირითადი საშუალების ამონაწერის ფორმა. ამონაწერში ერთდროულად ჩანს, როგორც საგადასახადო აღრიცხვის, ასევე ფინანსური აღრიცხვის შესაბამისი ინფორმაცია – საწყისი ნაშთები, მოძრაობა და ბოლო ნაშთები.
|
● |
შეიცვალა ძირითადი საშუალებების ამონაწერის ამოსაბეჭდი ფორმა.
|
თითოეულ გრაფაში ინფრომაცია მოცემულია ორ სტრიქონად. ზედა სტრიქონში მოცემულია საგადასახადო აღრიცხვის ინფორმაცია, ხოლო ქვედა სტრიქონში ფინანსური აღრიცხვის ინფორმაცია.
● |
ძირითადი საშუალების მატ. პირის ან/და განყოფილების მიხედვით ამონაწერში, ჩანს მხოლოდ რაოდენობრივი მოძრაობა, ხოლო საწყის და ბოლო ნაშთებში რაოდენობასთან ერთად ჩანს ღირებულება და დარიცხული ცვეთა.
|
● |
ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის უწყისში დაემატა აღრიცხვის მეთოდის მითითების საშუალება.
|
შესაბამისად, ეკრანზე მიიღება ინფორმაცია აღრიცხვის არჩეული მეთოდის მიხედვით.